ყველა სპორტული სიახლე

ისტორიული ამბავი: “ბორჯღალოსნებმა“ რეიტინგში მე-12 ადგილზე გადაინაცვლეს

ექვსი ერის და ერთა თასის მე-4 ტურის მატჩების შემდეგ რაგბის საერთაშორისო ფედერაციამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ნაკრებმა 72.21 ქულა დააგროვა და მე-12 ადგილზე გადაინაცვლა.

მილტონ ჰეიგის გუნდმა რუსეთის ნაკრებთან (24:7) გამარჯვების შემდეგ ისტორიაში პირველად მე-12 ადგილზე აინაცვლა და ეს პოზიცია ტონგას წაართვა, რომელიც შარშან ინგლისში გამართულ მსოფლიოს თასზე უმძიმეს ბრძოლაში 17:10 დაამარცხა. მსოფლიოს რეიტინგს ახალი ზელანდია ლიდერობს, უელსთან გამარჯვების და ექვსი ერის მოგების შემდეგ ადგილები გაცვალეს ინგლისმა და არგენტინამ - ედი ჯონსის გუნდმა ზემოთ აიწია და უელსს საგრძნობლად მიუახლოვდა. ანალოგიურად მე-7 ადგილზე გადაინაცვლა და საფრანგეთი ქვემოთ ჩამოსწია ირლანდიის ნაკრებმა.

უმნიშვნელო ცვლილებები მოხდა ცხრილის ქვედა ნაწილში, თუმცა ჩვენთვის უმთავრესი ამბავი საქართველოს ნაკრების ისტორიული შედეგია - “ბორჯღალოსნები“ მე-12 ადგილზე გადავიდნენ და ახლა ამ პოზიციის შენარჩუნება მოუწევთ, რაც კიდევ უფრო რთული მისაღწევია. საამისოდ მილტონ ჰეიგის გუნდმა პირველი ნაბიჯი 19 მარტს “დინამო არენაზე“ უნდა გადადგას და რუმინეთის ნაკრები ულაპარაკოდ დაამარცხოს.

14 მარტი. მსოფლიო რაგბის განახლებული რეიტინგი 1. ახალი ზელანდია 96.10 2. ავტრალია 89.33 3. სამხრეთ აფრიკა 87.66 4. უელსი 83.10 5. ინგლისი 83.06 6. არგენტინა 82.59 7. ირლანდია 79.70 8. საფრანგეთი 79.29 9. შოტლანდია 78.95 10. იაპონია 77.05 11. ფიჯი 76.96 12. საქართველო 72.21 13. ტონგა 71.60 14. იტალია 70.78 15. სამოა 70.36 16. რუმინეთი 67.93 17. აშშ 65.68 18. კანადა 64.27 19. ურუგვაი 63.23 20. რუსეთი 62.77

ნაკრები-2

რაგბი, ზამთრის სახეობები, ევროტურნირები, ფიგურული ციგურაობა

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ