ყველა სპორტული სიახლე

ექსკლუზივი - ქართველი ტალანტი გერმანიის 15 წლამდე საფეხბურთო ნაკრებში

Mysports.ge ყოველთვის ყურადღებით აკვირდება წარმოშობით ქართველი სპორტსმენების წარმატებებს, რომლებიც საკუთარ ნიჭს ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ ავლენენ.

ამჯერად გერმანული "კარლსრუეს" ახალგაზრდული გუნდის რეაქტიულ შემტევ ლუკა შვარცზე გიამბობთ, რომელმაც უკვე მიიპყრო გერმანიის 15 წლამდე ნაკრების ხელმძღვანელების ყურადღება.

საფეხბურთო ტრადიციებით მდიდარი ბადენის რეგიონიდან გერმანიის U15-ის შეკრებაზე გამოძახების ბედნიერება სწორედ ლუკა შვარცს ხვდა წილად. გასულ წელს კი ბადენის რეგიონის ტალანტების სიაშიც მოხვდა.

ჩვენ დავინტერესდით ვინ არის გერმანული გვარის მქონე, თუმცა დედით და მამით ქართველი ბიჭი და როგორც გავარკვიეთ ლუკა, ახლო წარსულში წარმატებული ჩოგბურთელების ვაჟა ხვისტანის და თამუნა კიკალეიშვილის ვაჟია.

IMG_0560

როგორ მოხვდა ლუკა ალემანთა ასაკობრივ ნაკრებში და რატომ ოცნებობს გერმანიაში დაბადებულ-გაზრდილი, 14 წლის თავდამსხმელი საქართველოს ერონული გუნდის მაისურის მორგებაზე, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

593A2563

- ვაპირებ რომ გერმანულად დაგელაპარაკო. ქართულად ხომ არ გირჩევნია? გესმის ქართული?

- ცოტა ქართული მესმის, თუმცა რომ არ მოგატყუოთ მირჩევნია გერმანულად გესაუბროთ.

- გილოცავ! როგორც გავიგეთ, 15 წლამდე ბუნდესნაკრებმა ბადენის რეგიონიდან შეკრებაზე მიგიწვია.

- ბადენის რეგიონიდან საუკეთესო ფეხბურთელებს არჩევდნენ და მიხარია რომ სელექციონერებმა ჩემზე გააკეთეს არჩევანი. მოუთმენლად ველოდები უახლოეს შეკრებას.

- გვიამბე შენი კარიერის შესახებ. სად და როდის დაიწყე თამაში და რომელ პოზიციაზე თამაშობ?

- თამაში 5 წლის ასაკში VFB Bühl-ში სადაც 5 წელი გავატარე. ამის შემდეგ 3 წლით ოფენბურგში გადავედი. 13 წლის ასაკში უკვე მეორე ბუნდესლიგის ფრაიბურგმა და კარლსრუემ მიმიწვიეს. არჩევანი მეორეზე შევაჩერე და უკვე 1 წელია კარლსრუეს ასაკობრივი გუნდის წევრი ვარ. პოზიციას რაც შეეხება, ვთამაშობ როგორ მარცხენა ისე მარჯვენა ვინგერად და ხანდახან ფორვარდადაც, როგორც ჩემი მწვრთნელი ხორვატი ივიცა ერცეგი გადაწყვეტს.

- შენს ქართულ წარმომავლობაზე ვისაუბროთ. როგორც ვიცით მშობელი ქართველი გყავს. თუ ხარ ნამყოფი საქართველოში?

- მე დედასთან ერთად გერმანიაში ვცხოვრობ, თუმცა ყველა ნათესავი საქართველოში მყავს. სამჯერ ვარ ნამყოფი და ძალიან მომწონს იქაურობა. ამ ზაფხულსაც მაქვს დაგეგმილი არადადეგებზე ჩამოსვლა და იმედია მოვახერხებ.

- გერმანიაში მოთამაშე ქართველების შესახებ თუ გსმენია რამე? ალბათ იცი, რომ შენი ამჟამინდელი კლუბის ღირსებას ერთ დროს ალექსანდრე იაშვილი იცავდა? ზოგადად რა იცი ქართული ფეხბურთის შესახებ?

- დიახ, რა თქმა უნდა მსმენია! ადრე კობიაშვილს და იაშვილს ვგულშემატკივრობდი, ახლა ჭანტურიას. განსაკუთრებით ალექსანდრე იაშვილი მომწონდა. გარდა იმისა, რომ ის საუცხოო ფორვარდია ასევე ჩემი კლუბის კაპიტანი გახლდათ. ახლანდელ ქართულ ფეხბურთს რაც შეეხება, მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ რომ იაშვილი მშობლიურ თბილისის „დინამოში“ დაბრუნდა ხოლო ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია.

IMG_2151

- დათანხმდებოდი თუ არა მომავალში საქართველოს ნაკრებში თამაშზე, თუ მსგავს შემოთავაზებას მიიღებდი?

- ჩემს ოცნებებში ხშირად წარმომიდგენია თავი საქართველოს ეროვნული გუნდის მაისურით, თუმცა ახლა მხოლოდ გერმანიის ნაკრებზე ვფიქრობ.

IMG_2125

- როგორც გავიგეთ შენი ორივე მშობელი საქართველოში პროფესიონალი ჩოგბურთელები იყვნენ. შენ თუ გიცდია ჩოგბურთის თამაში?

- დიახ, მიცდია და დედა მავარჯიშებდა კიდევაც, თუმცა ჩემი ნამდვილი სიყვარულის ობიექტი ყოველთვის მხოლოდ ფეხბურთი იყო.

- გასულ წელს საქართველო და გერმანია ერთ შესარჩევ ჯგუფში მოხვდნენ. შენ რომელს გულშემატკივრობდი ?

- კარგი კითხვაა (იცინის). მინდოდა რომ საქართველოს დაემარცხებინა გერმანია და შესულიყო ისტორიაში როგორც მსოფლიოს ჩემპიონის დამმარცხებელი გუნდი.

IMG_0639

- ჩემი გერმანელი კოლეგები შენს ასაკისთვის უჩვეულო ფიზიკურ ძალას და სისხარტეს უსვამენ ხაზს. თავად როგორ ფიქრობ თამაშის სტილით რომელ ცნობილ ფეხბურთელს ჰგავხარ?

-არ მინდა რომ ვინმეს ვგავდე. მირჩევნია საკუთარი სტილი მქონდეს, თუმცა ყველაზე მეტად თანამედროვე ფეხბურთში კრიშტიანუ რონალდუს თამაში მომწონს. მას საოცარი დრიბლინგი და გოლის გატანის ალღო აქვს. ყოველთვის სასიამოვნოა მისი თამაშის ცქერა.

593A2084

- ლუკა რა არის შენი საფეხბურთო ოცნება?

- მინდა რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გავხდე!

IMG_2115

4699629

IMG_2157

IMG_2200

IMG_22394377367

 

ფეხბურთი, , ვიდეო, ინტერვიუ, ფიგურული ციგურაობა

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ