ყველა სპორტული სიახლე

გიორგი ჭიაბრიშვილი: ''ჩვენი მიზანი შედეგიანი ფეხბურთის თამაშია''

''საბურთალოს'' მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ''მიდტიულანდთან'' დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა. ''მიხეილ მესხის'' საპრესკონფერენციო ოთახში მწვრთნელთან ერთად ჟურნალისტებს ''საბურთალოს'' ფეხბურთელი გურამ გოშთელიანი ესუბრა.

გიორგი ჭიაბრიშვილი: ''გუნდში კარგი განწყობაა. შემდეგი მატჩისთვის სერიოზულად ვემზადებით. პრობლემა გვქონდა ტრავმების მხრივ, თუმცა იმედი მაქვს ამ პრობლემას დავძლევთ. შემდეგ ეტაპზე გასვლის რეალური შანსი გვაქვს, მაქსიმალურად ვეცდებით ვაჩვენოთ შედეგიანი თამაში. ზედმეტი მოლოდინის შექმნა არ მსურს. ამიტომ არაფერს დაგპირდებით. იმედი გვაქვს გულშემატკივრების, ჩვენთვის მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

- ხარაიშვილს ტრავმა აწუხებდა. როგორ გრძნობს თავს?

- მან დაიწყო ვარჯიში. ვფიქრობ მზადაა 100 პროცენტით სათამაშოდ. იმედი მაქვს გამარჯვების სურვილი ყველაზე წინ დადგება.

- საშინაო მატჩებს ხელოვნურ საფარზე მართავთ. ხვალ ბუნებრივ საფარზე მოგიწევთ თამაში. ამ მხრივ პრობლემა ხომ არ შეგექმნებათ?

- არამგონია. ჩვენი საშინაო მოედანი უეფას მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, ამიტომ გადაწყდა ''მიხეილ მესხზე'' თამაში. მიუხედავად ამისა არაერთხელ ვითამაშეთ ბუნებრივ საფარზე. ალღო აღებული გვაქვს და ამ მხრივ ვერ ვხედავ პრობლემას.

- პირველ მატჩში რომელ ასპექტებში გვაჯობა ''მიდტიულანდმა''?

- დანიელები უფრო სწრაფად მოქმედებდნენ. ხშირად საუბრობენ ქართველი მოთამაშეების ფიზიკურ მოუმზადებლობაზე. ეს პრობლემა ჩემს გუნდში არ დგას, თუმცა დანიელები მეორე სართულზე უკეთ მოქმედებდნენ და ამ კუთხით გვაჯობეს. ისინი ათლეტურები არიან, მაგრამ ამ პრობლემას ვერაფერს ვუზამთ, რადგან მათ განსხვავებული გენეტიკა აქვთ.

გურამ გოშთელიანი: დაძაბული და საინტერესო მატჩის მოლოდინია. იმედი მაქვს გამარჯვებას მოვიპოვებთ და შემდეგ ეტაპზე გავალთ. გვსურს ბევრი გულშემატკივარი დაესწროს მატჩს, რაც მოტივაციას კიდევ უფრო გაგვიზრდის.

შეგახსენებთ, ევროპის ახალგაზრდული ლიგის საპასუხო მატჩში ''საბურთალო'' ''მიხეილ მესხზე''  ''მიდტიულანდს'' დაუპირისპირდება. მატჩი 21 ოქტომბერს თბილსისის დროით 19:00 საათზე ' დაიწყება.

ფეხბურთი, ვიდეო, ინტერვიუ, საქართველო,

არქივის კალენდარი

2020 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ