ყველა სპორტული სიახლე

The Guardian: საქართველო და რუმინეთი ექვს ერზე განაცხადს რაგბი ევროპის ფინალში გააკეთებენ

ცოტა ხნის წინ, უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, უორენ გეტლანდმა ექვსი ერის ფორმატის შესახებ გააკეთა განცხადება, რის შემდეგაც ტურნირში საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების დაშვების თემა კვლავ აქტუალური გახადა. 19 მარტს, ეს გუნდები ერთმანეთს თბილისში, "დინამო არენაზე" შეხვდებიან და ამ მოვლენებთან დაკავშირებით ცნობილმა ბრიტანულმა პორტალმა, theguardian.com-მა საინტერესო მასალა მოამზადა.

"უიქენდზე ექვს ერში უკანასკნელი ტურის მატჩები გაიმართება და დიდი შანსია, რომ ინგლისის ნაკრებმა პარიზში მორიგი ტიტული იზეიმოს. პარალელურად კი საქართველოში "ბორჯღალოსნები" რუმინეთთან პრინციპული შეხვედრით დაასრულებენ სეზონს.

საქართველოს მთავარი სტადიონი 55,000 გულშემატკივარს იტევს და მოსალდონელია, რომ რაგბი ევროპის საუკეთესო გუნდების შეხვედრაზე ის სავსე იქნება. საუკეთესო გუნდების, რომლებიც ამ გათამაშებისთვის უკვე გადაზრდილები არიან, თუმცა სხვაგან წასასვლელი გზა არ აქვთ.

The Guardian-ს საქართველოს რაგბის კავშირის გენერალური მდივანი, ლაშა ხურციძე ესაუბრა:

"ჩვენ და რუმინეთი შანსს ვიმსახურებთ და ამას უკვე დიდი ხანია ვითხოვთ. არგენტინაც ჩვენს მდგომარეობაში იყო, ახლა კი ისინი უმაღლეს დონეზე არიან, რადგან გამოცდილ მეტოქეებთან ჰქონდათ შეხვედრების შანსი. 2014-ში ირლანდიას ვეთამაშეთ, გველის შეხვედრა შოტლანდიასთან, თუმცა არ ვიცით რა იქნება მომავალში. თუ საქართველო და რუმინეთი ძლიერ გუნდებს მხოლოდ მსოფლიო თასზე დაუპირისპირდებიან, დონის ამაღლება ძალიან გაჭირდება.

მას შემდეგ, რაც მსოფლიო რაგბი ბერნარ ლაპასემ ჩიაბარა, მეორე დონის გუნდებისთვის ბევრი რამ გაკეთდა. ფიჯის, იაპონიის და კანადის რაგბის კავშირებთან რეგულარული ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ექვს ერში ასპარეზობა სულ სხვა რამაა. მსოფლიო თასმა დაგვანახა, რომ თამაში იზრდება და თუ ექვს ერში მონაწილეთა გაზრდა არ სურთ, ეს გასაგებია, მაგრამ შანსი მაინც უნდა მოგვცენ.

ექვს ერთან პირდაპირ საუბრის საშუალება არ გვქონია. მსოფლიო რაგბის დახმარებით გვინდა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთ და მომავალი განვიხილოთ. შესაძლოა, ისიც გვითხრან, რომ საქართველოს და რუმინეთს ექვს ერში არანაირი პერსპექტივა არ აქვთ. ამ შემთხვევაში ალტერნატიული გზების ძებნას დავიწყებთ, რადგან ერთი ადგილის ტკეპნა არ გვინდა. ჩვენი მიზანი განვითარებაა", - განაცხადა ხურციძემ.

საქართველოს რაგბის კავშირი 19 მარტის მატჩზე სავსე ტრიბუნებს ელის. კვირის დასაწყისში 15 000 ბილეთზე მეტი უკვე გაყიდული იყო. ეს კი იმას ნიშანვს, რომ შეხვედრამ, შესაძლოა დუბლინში "ავივაზე" გასამართ ირლანდიისა და შოტლანდიის დაპირისპირებაზე დიდი ინტერესი მიიპყროს, რაც ექვსი ერისთვის ცვლილებების ნიშანი იქნება."

რაგბი, ზამთრის სახეობები, ევროტურნირები, მსოფლიო, ფიგურული ციგურაობა

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ