ყველა სპორტული სიახლე

“ბორჯღალოსნების“ შეძახილი ექვსი ერის ორგანიზატორებს: საქართველო ელიტაში თამაშს იმსახურებს! (ფოტო, ვიდეო)

საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის გათამაშების გამარჯვებული და საქართველოს და რუმინეთს შორის საცილო ანთიმოზ ივერიელის თასის მფლობელია. “დინამო არენაზე“ გამართულ შეხვედრაში "ბორჯღალოსნებმა“ რუმინეთი დამაჯერებლად 38:9 დაამარცხეს და სტადიონზე შეკრებილ 50 ათასამდე გულშემატკივართან ერთად გამარჯვება ემოციურად აღნიშნეს.

მილტონ ჰეიგის გუნდმა ათასგზის დასმულ შეკითხვას თუ ვინ არის საუკეთესო ნაკრები რაგბი ევროპის გათამაშებაში და ვის ეკუთვნის ევროპაში მე-7 ნაკრების სტატუსი საბოლოო და დამაჯერებელი პასუხი გასცა - ჩვენმა გუნდმა მეტოქე ლამის ყველა კომპონენტში დაჩაგრა, საქართველოს ნაკრებს ასე ადვილად "მუხის ფოთლები“ არასდროს არ დაუმარცხებია, არადა არ დაგვავიწყდეს, რუმინეთი ის ნაკრებია, რომელმაც შარშან მსოფლიოს თასზე სასწაული მატჩი მოუგო კანადას და სხვა გუნდებთანაც, მათ შორის იტალიასთან მშვენიერი შთაბეჭდიელბა დატოვა.

რუმინელები ჩვენს გუნდს პირველ ტაიმში მეტნაკლებად ტოლსწორად ეთამაშნენ და ფლორინ ვლაიკუს საჯარიმოებით 9 ქულაც აიღეს, მაგრამ მეორე ნახევარში ქულიც აღებაც კი არ გამოუვიდათ, რაც "ბორჯღალოსანთა“ უპირატესობის კიდევ ერთი დასტურია. საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი პირველად დაამარცხა ბონუსით დაუდო, რა 4 და მეტი ლელო.

სამწვრთნელო შტაბმა და მორაგბეებმა დანაპირები შეასრულეს, შეხვედრა მოიგეს და თვალსასიერო თამაშიც აჩვენეს. ეს მატჩი ანტონ ფეიქრიშვილის ბენეფისად იქცა, ვინც მწვრთნელების მიერ მიცემული შანსი შესანიშნავად გამოიყენა და ორი ლელო დადო.

მწვრთნელთა შტაბმა რუსეთთან მოგებული შეხვედრის შემდეგ ფეიქრიშვილი ძირითადში დატოვა და არც შემცდარა, ანტონმა საუცხოო მატჩი ჩაატრა. არადა, როგორი საქმე სათადარიგოთა სკამზე ლევან ჩილაჩავა დატოვო, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი საკეთესო გუნდის "ტულონის“ ძირითადი შემადგენლობის 3 ნომერია. ეს ყველაფერი საქართველოს ნაკრებში არსებულ კონკურენციაზე მეტყველებს. ჩვენმა შერკინებამ მეტოქის ულაპარაკოდ დაჩაგრა სტატიკაში და გაშლილ თამაშშიც, ამ დროს რუმინელთა შერკინება სტატიკაში მსოფლიოსში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება.

112

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ნაკრების ლიდერი მამუკა გორგოძე დასახელდა, რომელიც გუნდის ნამდვილი ლიდერი და ყოჩია, ეს კაცი ბურთის მიღების შემდეგ ნებისმიერ სიტუაციაში ამტკიცებს, რომ თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა ექვსი ერის ორგანიზატორებს, რაგბის საერთაშორიო ფედერაციის მაღალჩინოსნებს ერთხელაც შეახსენა, რომ ელიტაში თამაშს იმსახურებს.

19 მარტი. „დინამო არენა“. 50 ათასი მაყურებელი. რაგბი ევროპის გათამაშება

საქართველო-რუმინეთი 38:9 საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. გიორგი ფრუიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. თამაზ მჭედლიძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ანტონ ფეიქრიშვილი, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. ბექა გორგაძე. 16. კარლენ ასეიშვილი, 17. შალვა მამუკაშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. კონსტანტინე მიქაუტაძე, 20. ლაშა ლომიძე 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. გიორგი აფციაური

ლელო: ფეიქრიშვილი (2), თოდუა, ფრუიძე, ნემსაძე, ასიეშვილი გარდასახვა: კვირიკაშვილი (3), ხმალაძე სინბინი: ფეიქრიშვილი, კაჭარავა მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი

რუმინეთი: 15. იონუც ბოტეზატუ, 14. ფლორინ იონიცა, 13. პაულა კინიკინილაუ, 12. ფლორინ ვლაიკუ, 11. ადრიან აპოსტოლი, 10. ჯოდი როუზი, 9. ვალენტინ კალაფეტეანუ. 1. კონსტანტინ პრისტავიტა, 2. ეუგენ კეპეცინა, 3. პაულ რუსუ, 4. ვალენტინ პოპირლანი, 5. იოჰან ფან ჰირდენი, 6. სტელიან ბურჩა, 7. ვიორელ ლუკაჩი, 8. ანდრეი გორჩოაია. 16. ანდრეი რადოი, 17. მიხაი დიკო, 18. კოსმინ მანოლე, 19. მარიუს ანტონესკუ, 20. ვლად ნისტორი, 21. ტუდორელ ბრატუ, 22. ოვიდიუ მელნიჩუკი, 23. მარიან ისპირი

3 საჯარიმო: ვლაიკუ სინბინი: ვლაიკუ მწვრთნელი: ლინ ჰაუელსი მსაჯიტიუალ ტრენინი (საფრანგეთი)

 

ანტონ ფეიქრიშვილის ლელო რუმინეთის ნაკრებთან შეხვედრაში

Posted by MySports.Ge on 2016 წლის 19 მარტი, შაბათი

 

antona-2

 

 

 

 

ხმალაძის შესანიშნავი პასი და თოდუას ლელო

Posted by MySports.Ge on 2016 წლის 19 მარტი, შაბათი

ანტონ ფეიქრიშვილის შესანიშნავი ლელო და დუბლი რუმინეთის ნაკრებთან შეხვედრაში - 19:9 პირველი ტაიმის შემდეგ

Posted by MySports.Ge on 2016 წლის 19 მარტი, შაბათი

კვირიკაშვილის ეფექტური გარღვევა და ფრუიძის ლელო!

Posted by MySports.Ge on 2016 წლის 19 მარტი, შაბათი

კიდევ ერთი ლელო! ამჯერად ნემსაძე - 31:9!

Posted by MySports.Ge on 2016 წლის 19 მარტი, შაბათი

ლომიძის გარღვევა და ასეიშვილის ლელო! რუმინეთი დამარცხებულია - 38:9!

Posted by MySports.Ge on 2016 წლის 19 მარტი, შაბათი

 

 

mamuka-1

რაგბი, ზამთრის სახეობები, ევროტურნირები, ფიგურული ციგურაობა

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ