ყველა სპორტული სიახლე

წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიოს ლიგაზე უნგრეთთან 10:17 დამარცხდა

20 ოქტომბერს საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო ლიგის გათამაშებაში ჩაება და უნგრეთის ქალაქ შოლნოკში მასპინძელთა ნაკრებთან 10:17 დამარცხდა.

უნგრეთის ნაკრები 9-გზის ოლიმპიური ჩემპიონი, 3-გზის მსოფლიო ჩემპიონი, 12-გზის ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო ლიგის 2-გზის გამარჯვებული და მსოფლიოს თასის 3-გზის გამარჯვებულია. ასეთი ტრადიციების გუნდთან ქართველმა წყალბურთელებმა პირველი ტაიმი 4:10 დათმეს, მე-2 ნახევარში კი მეტოქეს არაფერი დაუთმეს და საბოლოოდ, მხოლოდ 7 ბურთის სხვაობით დამარცხდნენ.

სპორტისა და ახალგაზრდობის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებიდან დუბლის შესრულება მიხეილ ბაღათურიამ, მარკო ელეზმა და მარკო ელაჩამ მოახერხეს, ხოლო თითოჯერ თავი ანდრია ბითაძემ, ზურაბ რურუამ, გიორგი ხვედელიანმა და დამირ ცრეპულიამ გამოიჩინეს.

მსოფლიო ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ევროპელთაგან 12 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც სამ ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში უნგრეთს, რუმინეთსა და საბერძნეთს გაუწევს მეტოქეობას. შეჯიბრება გაიმართება ორ წრედ შინ და გარეთ თამაშის პრინციპით. B ჯგუფში ითამაშებენ სერბეთი, ჩერნოგორია, ესპანეთი და საფრანგეთი, ხოლო C ჯგუფში ხორვატია, იტალია, რუსეთი და თურქეთი.

მეორე ტურის მატჩები 17 ნოემბერსაა დაგეგმილი და ქართველი წყალბურთელები სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდებიან, რომელმაც გუშინვე რუმინეთს 17:3 აჯობა. 1 დეკემბერს ქართველები რუმინეთს უმასპინძლებენ, საპასუხო მატჩები კი 2016 წელს არის დაგეგმილი.

წყალბურთის მსოფლიო ლიგა. პირველი ტური A ჯგუფი უნგრეთი - საქართველო 17:10 (5:2, 5:2, 4:4, 3:2)

საქართველო: მიხეილ ბაღათურია-2, მარკო ელეზი-2, მარკო ელაჩა-2, ანდრია ბითაძე-1, ზურაბ რურუა-1, გიორგი ხვედელიანი-1, დამირ ცრეპულია-1.

საბერძნეთი - რუმინეთი 17:3 (3:0, 5:3, 5:0, 4:0)

B ჯგუფი ჩერნოგორია - ესპანეთი 11:6 (4:1, 1:2, 2:1, 4:2) სერბეთი - საფრანგეთი 12:9 (3:2, 2:5, 1:2, 6:0)

C ჯგუფი ხორვატია - თურქეთი 19:6 (5:1, 5:2, 4:2, 5:1) რუსეთი - იტალია 11:16 (0:4, 3:4, 5:4, 3:4)

 

 

ფეხბურთი, სხვადასხვა, ინტერვიუ, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ