ყველა სპორტული სიახლე

ნიკოლოზ ბასილაშვილი 50 ათასიანი ტურნირის ფინალშია

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი, დღეს ჩინურ გუანჟოუში მიმდინარე ჩელენჯერის ფინალში ითამაშებს, რომლის საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარია. ბასილაშვილი გადამწყვეტ მატჩში დაუპირისპირდება მე-5 ნომრად განთესილ სლოვაკ ლუკას ლაცკოს. ლაცკო რეიტინგში 106-ე ადგილზეა, ბასილაშვილს კი 117-ე პოზიციაზე.

უამინდობამ ტურნირის ორგანიზატორებს გეგმები აურია, ამიტომ  ჩოგბურთელებმა ტურნირზე გადატვირთული გრაფიკით ითამაშეს.

მე-7 ნომრად განთესილმა ბასილაშვილმა ერთ დღეში ჯერ ხორვატ ფრანკო სკუგორს მოუგო -  6:7 (7:9), 6:4, 6:2, შემდეგ კი მე-2 რეიტინგის მქონე დუდი სელას (ისრაელი) 6:7 (5:7), 6:4, 2:0-ს ამაცხებდა, მაგრამ მეტოქემ თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ბასილაშვილმა 55 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, ხოლო თუკი დღეს სლოვაკ მეტოქეს დაამარცხებს აქტივს 90 ქულას შემატებს.

 

ჩოგბურთი, ზამთრის სახეობები

არქივის კალენდარი

2020 თებერვალი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ