ყველა სპორტული სიახლე

ნოვაკ ჯოკოვიჩი “ინდიან-უელსის” მასტერსის გამარჯვებულია (ვიდეო)

მსოფლიოს პირველმა ჩოგბურთელმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა “ინდიან-უელსის” მასტერსის ფინალში კანადელი მილოშ რაონიჩი 6:2, 6:0 დაამარცხა და ამ შეჯიბრების გამარჯვებული, ზედიზედ მესამედ, კარიერაში კი მეხუთედ გახდა. სერბმა “ინდიან-უელსის” მასტერსი აქამდე 2008, 2011, 2014 და 2015  წლებში მოიგო.

ჯოკოვიჩის და რაონიჩის ფინალური შეხვედრა საათსა და 19 წუთს გაგრძელდა. ბრძოლა თითქმის არ შედგა, სერბმა იოლად დაჩაგრა მეტოქე, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებს 6:0 იგებს. ჯოკოვიჩმა მასტერსის მოგებით 1 028 300 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა, ხოლო მილოშმა - 501 815 დოლარი მიიღო.

ovaki-2

ჩოგბურთი, ზამთრის სახეობები

არქივის კალენდარი

2020 თებერვალი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ