ყველა სპორტული სიახლე

ბასილაშვილი 50 ათასიანი ტურნირის გამარჯვებულია!

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი,  ჩინურ გუანჟოუში გამართული ჩელენჯერის გამარჯვებული გახდა. ჩელენჯერის ფინალში, რომლის საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარი იყო, ბასილაშვილმა მე-5 ნომრად განთესილ სლოვაკ ლუკას ლაცკოს 6:1, 6:7 (6:8), 7:5 მოუგო.

ქართველმა ჩოგბურთელმა ჩინეთში 5 მატჩში გაიმარჯვა - 5:7, 7:5, 6:4 – სლოვენიელ ბლაზ როლასთან, 7:5, 6:0 – შვეიცარიელ მარკო ჩიუდინელისთან, 6:7 (7:9), 6:4, 6:2 – აჯობა, ხორვატ ფრანკო სკუგორთს და 6:7 (5:7), 6:4, 6:2 – დუდი სელას (ისრაელი). ბასილაშვილმა რეიტინგში 90 ქულა შეიმატა და 548 ქულით 107-ე ადგილზე გადაინაცვლა.

ქართველი ჩოგბურთელი ჩინეთშივე რჩება და მიმდინარე კვირაში შენჟენის ჩელენჯერში ითამაშებს, რომლის საპრიზო ფონდიც 75 ათასი დოლარია. ბასილაშვილი მე-6 ნომრად არის განთესილი და პირველ წრეში იმ ხორვატ ფრანკო სკუგორთს დაუპირისპირდება, ვისაც გუანჟოუში სძლია.

ჩოგბურთი, ზამთრის სახეობები, ფიგურული ციგურაობა

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ