ყველა სპორტული სიახლე

სასიკვდილო სენით დაავადებული "ლესტერის" ფანი საყვარელი გუნდის ჩეპიონობაზე ოცნებობს

გასული წლის მარტში "ლესტერის" ავსტრალიელ ფანს, ტონი სკეფინგტონს სიმსინვის დიაგნოზი დაუსვეს და ექიმების ვარაუდით ის მაქსიმუმ ერთ თვეს თუ იცოცხლებდა, მაგრამ ტონი დღემდე იბრძვის და ამბობს, რომ ამაში მას საყვარელი კლუბი, "ლესტერი" ეხმარება.

ტონი სკეფინგტონი ავსტრალიაში დაიბადა, თუმცა ბრიტანული ფესვები აქვს. მისი წინაპრები ლესტერშირის საგრაფოდან არიან და 51 წლის სამი შვილის მამის "ლესტერ სიტის" სიყვარულის მთავარი მიზეზიც სწორედ ეს არის.

"გასულ სეზონში კლუბის აღზევებამ და პრემიერლიგაში ადგილის სასწაულებრივმა შენარჩუნებამ დიდი ძალა მომცა. მიმდინარე სეზონში შესანიშნავი სტარტის შემდეგ კი საკუთარ თავს ვუთხარი, რომ სანამ ჩემპიონები არ გავხდებით, არ მოვკვდები", - განაცხადა სკეფინგტონმა, რომელსაც გასული წლის ბოლოს ცხოვრებაში პირველად "ლესტერის" თამაშზე წასვლა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ეს ოცნება ვერ აიხდინა.

ცოტა ხნის წინ ერთგული გულშემატკივრის ისტორია "ლესტერის" ფეხბურთელებმა გაიგეს და ტონის საჩუქარი გაუკეთეს.

вв

"საუკეთესო ფორმაში ნამდვილად აღარ ვარ, თუმცა როცა "ლესტერის" საჩუქარი მივიღე მზად ვიყავი საავადმყოფოდან გავქცეულიყავი და ჩემი სიხარული ყველასთვის გამეზიარებინა", - განაცხადა ტონიმ და ისიც აღნიშნა, რომ სეზონის დაწყებამდე საყვარელი კლუბის გამარჯვებაზე ფსონიც დაუდია, თუმცა არა ფულის გამო, არამედ ავადმყოფობასთან ბრძოლაში კიდევ ერთი სტიმულისთვის.

"მეუღლეს 2 ავსტრალიური დოლარის დადება ვთხოვე, თუმცა მან შეცდომით 20 დოლარი დადო "ლესტერის" ჩემპიონობაზე. ასე რომ, ტიტულის მოგების შემთხვევაში ლესტერელები ჩემს ოჯახსაც დაეხმარებიან. თუმცა, ფული ცხოვრებაში მთავარი არ არის", - ამბობს ტონი.

вв

ბოლო დროს ტონის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა და იმ შემთხვევაში თუ დადებითი ძვრები არ იქნება, ექიმების ვარაუდით მას მხოლოდ აპრილის ბოლომდე აქვს ცხოვრების შანსი. თუმცა, სკეფინგტონი მაინც იმედიანადაა და სჯერა, რომ საყვარელ გუნდს სანუკვარი თასით იხილავს. მასზე კარგად ხომ არავინ იცის, რომ შეუძლებელი ცხოვრებაში არაფერია...

ფეხბურთი, ზამთრის სახეობები, ინტერვიუ

არქივის კალენდარი

2020 თებერვალი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ