ყველა სპორტული სიახლე

"სწორედ ამ დღიდან შემიყვარდი და შენი დაცვის პირველი და უკანასკნელი ხაზი გავხდი"

"იუვენტუსის" კარის დარაჯმა, ლეგენდარულმა ჯანლუიჯი ბუფონიმ იტალიის ჩემპიონატში მშრალი მატჩების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა. ჯიჯიმ კარის მშრალად შენახვა 1000 წუთის მანძილზე შეძლო და მოგვიანებით, სოციალურ ქსელში ძალიან ემოციური წერილი დაწერა. წერილი, რომელიც იმ კარს მიუძღვნა, რომელსაც წლებია მოწინააღმდეგეთა დარტყმებისგან იცავს.

"12 წლის ვიყავი, როცა შენთან ზურგით დავდექი და ყველაფერი დავივიწყე, რათა შენს უსაფრთხო მომავალზე მეზრუნა.

გულის არჩევანი, ინსტინქტი. სწორედ ამ დღიდან შემიყვარდი, შენ უსაფრთხოებაზე დავიწყე ფიქრი და შენი დაცვის პირველი და უკანასკნელი ხაზი გავხდი.

საკუთარ თავს დავპირდი, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რათა არ შემოგხედო და ყოველ ჯერზე, როცა ეს ხდება მე ტკივილს ვგრძნობ... ტკივილს იმის გამო რომ, დაგაღალატე...

და მაინც... ჩვენ ყოველთვის ვიყავით განსხვავებული ელემენტები, რომლებიც ერთმანეთს ავსებენ. მაგალითად როგორც მზე და მთვარე.

25 წელიწადზე მეტია, რაც ჩემი არჩევანი გავაკეთე, შენი ფარი გავხდი, რომელიც მტრებისგან გიცავს და შენი კეთილდღეობა საკუთარზე უფრო მაღლა დავაყენე.

12 წლის ვიყავი, როცა ზურგი მოგაქციე და სანამ ჩემი ფეხები, თავი და გული საშუალებას მომცემს, ბოლომდე დაგიცავთ", - წერს ბუფონი.

ფეხბურთი, ზამთრის სახეობები, ინტერვიუ

არქივის კალენდარი

2020 თებერვალი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ