ყველა სპორტული სიახლე

როდის უნდა შევცვალოთ ზეთი გადაცემათა კოლოფში?

ავტომოყვარულებმა დიდი ალბათობით იციან თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ზეთის დროული გამოცვლა გადაცემათა კოლოფში, თუმცა ბევრმა არ იცის როდის უნდა გაკეთდეს ეს მეტად მნიშვნელოვანი პროცედურა.

პორტალ poisk-auto.com-ზე აღნიშნულა საკითხთან დაკავშირებით სტატია გამოქვეყნდა, რომლის ცნობით ავტომობილში ნებისმიერი სხვა სითხის მსგავსად არც ზეთია მუდმივი და გამოცვლას რეგულარულად საჭიროებს, რათა მანქანის მნიშვნელოვანი დეტალები არ დაზიანდეს.

როდის უნდა გამოვცვალოთ ზეთი? ამ კითხვაზე მძღოლებისგან ნებისმიერი ტიპის პასუხებს მოვისმენთ. მანქანების მწარმოებელი რამდენიმე კომპანია ზეთის გამოცვლას 150 000 ან სულაც 200 000 კილომეტრზე გვირჩევს, თუმცა ეს ძალზედ დიდი გარბენია. საშუალოდ, აქტიური მძღოლი წელიწადში 20-25 ათას კილომეტრს გადის, ექსპლუატაციის მსგავს პირობებში კი 5-8 წლის შემდეგ ზეთი იდეალურ მდგომარეობაში ნამდვილად არ იქნება. ასე რომ, ზეთის გამოცვლა საშუალოდ 2 წელიწადში ერთხელ, ყოველ 50 000 კილომეტრზეა რეკომენდირებული.

თუმცა, არის შემთხვევები, როცა ზეთის გამოცვლა უფრო ადრეცაა საჭირო. ყველაფერი მანქანის ტარების სტილზე და სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული. მაგალითად ხშირი ბუქსირების შემთხვევაში, დიდი სიცხის ან მკაცრი კლიმატის შემთხვევაში ზეთის გამოცვლა 25000 კილომეტრში ერთხელაა საჭირო. ასეთ პირობებში გადაცემათა კოლოფის სამუშაო ტემპერატურა ჩვეულებრივზე მაღალია და ზეთი თავის თვისებებს უფრო სწრაფად კარგავს.

замена масла в коробке

ყოველთვის სასურველია სითხის მდგომარეობის ცოდნა. ახალი მოწითალო ფერის უნდა იყოს, თუმცა დროსთან ერთად ის უფრო მუქი გახდება, რაც იმაზე მიგანიშნებთ, რომ შეცვლის დრო მოვიდა.

ავტოსპორტი

არქივის კალენდარი

2023 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ