ყველა სპორტული სიახლე

www.rugbyrama.fr: რა მოხდება იტალიას თუ საქართველოთი ჩავანაცვლებთ?! (ვიდეო)

საქართველოს ნაკრების მიერ “დინამო არენაზე“ რუმინეთის ნაკრების დამარცხებას ევროპაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჟურნალისტები, რაგის ექსპერტები და გულშემატკივრები ჩვენი გუნდის პროგრესზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ საქართველოს ნაკრები გაცლებით მეტს იმსახურებს, ვიდრე რაგი ევროპის გათამაშებაში თამაშია.

ცალსახად იმაზე არავინ საუბრობს, რომ “ბორჯღალოსნები“ ხვალვე ექვს ერში უნდა მიიღონ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მილტონ ჰეიგის გუნდის მხოლოდ ერთა თასზე გამოსვლა საცოდაობაა. საქართველოს ნაკრები უპრობლემოდ ამარცხებს რუმინეთის ნაკრებს, რომელიც აქამდე ქართველებისთვის ანგარიშგასაწევ ძალად ითვლებოდა, სხვა მეტოქეებზე საუბარი აღარც ღირს.

რა მოხდება იტალიას თუ საქართველოთი ჩავანაცვლებთ?! ასეთი შეკითხვა დასვა პოპულარული ფრანგული სარაგბო ვებ-გვერდის “რაგბი-რამას“ ჟურნალისტმა და სტატისტიკურ ჭრილში საქართველოს და იტალიის ნაკრებების შედარება შემოგვთავაზა.

italia

“იტალიელები ძალიან შორს არიან ექვსი ერის მონაწილე ხუთი ქვეყნისგან. ქართველებიც ძალიან შორს არიან რაგბი ევროპის გათამაშების ხუთი ქვეყნისგან და რა მოხდება ერთი რკენა რომ დავამატოთ ამ ყველაფერს?“.

განვმარტოთ, ჟურნალისტი გადაჭრით საუბრობს, რომ იტალია საგრძნობლად ჩამორჩება ექვსი ერის სხვა ქვეყნებს, რაც სტატისტიკიდანაც ნათლად ჩანს და რაზე საუბარიც იტალიელებს მაინცდამაინც არ ხიბლავთ. ასევე, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ “ბორჯღალოსნები“ ერთი თავით მაღლა დგანან რაგბი ევროპის მონაწილე სხვა ქვეყნებზე.

ფრანგი ჟურნალსიტი თავის მოსაზრებას ციფრებით ამყარებს:“ 17 ტურნირიდან, რომელიც იტალიელებმა ითამაშეს 11-ში ბოლო ადგილზე გავიდნენ, 4-ჯერ მეხუთეზე და 2-ჯერ მეოთხეზე. იტალიელებმა ამ დროში მხოლოდ 12 მატჩი მოიგეს. კასტროჯოვანი საერთოდ 6 ერის რეკორდის ავტორია - 52 მატჩი წააგო ნათამაშევი 60-დან, სერჯიო პარისეც არაა შორს, 45 მატჩში დამარცხდა 55 შეხვედრიდან. ბოლო გათამაშებაში კი იტალიის ნაკრებმა 224 ქულა და 29 ლელო მიიღო“.

შეგახსენებთ, კასტოჯოვანი და პარისე იტალიელთა ლიდერებად და ლამის გუნდის სიმბოლოებად ითვლებიან, პარისე კი ის მორაგბე ბრძანდება, ვინც ჟურნალისტების ყველა შეკითხვას საქართველოს ექვს ერში მიღებაზე დამცინავად, ქილიკით უპასუხა და მათთვის ტოლსწორ მეტოქეებად არ ჩაგვთვალა. კი ბატონო, შეიძლება საქართველოს ნაკრები ახლავე არ აკმაყოფილებს ექვე ერის სტანდარტებს, მაგრამ ისიც ხომ ცხადია, რომ ეს გუნდი მეტს იმსახურებს.

ასეთი ლოგიკით და იტალიის ნაკრების სტატისტიკის გათვალისწინებით მაშინ ექვს ერში მათაც არაფერი არ ესაქმებათ და თუ ვინაა უფრო ძლიერი საქართველოს და იტალიის ნაკრებებს შორის ეს ყველაზე უკეთ მოედანზე, ამ ორი გუნდის დაპირისპირების დროს უნდა გამოჩნდეს - “ბორჯღალოსნები“ მზად არიან იტალიელებთან სათამაშოდ, იტალიელები არა, ისინი ჩვენთან შეხვედრაზე ყოველთვის უარს ამბობენ.

ჟურნალისტი აგრძელებს:“ ამ დროს საქართველო ძალიან სწრაფად პროგრესირებს, რაც მსოფლიოს თასზეც კარგად ვნახეთ. ერთა თასზე საერთოდ უშეცდომოდ იასპარეზეს - 10-დან 10 თამაში მოიგეს. რეიტინგში იტალიელებსაც უსწრებენ, საქართველო მე-12, ხოლო იტალია მე-14. რატომ არ უნდა ჩავატაროთ ამ ორ ქვეყანას შორის გადათამაშება? პარისე ამ შეკითხვაზე გვპასუხობს, რომ ექვს ერში თამაშს მათ გარდა სხვა არც ერთი ქვეყანა არ იმსახურებს, რაზეც ვერაფრით ვერ დავეთანხმებით“.

რაგბი, ზამთრის სახეობები, ევროტურნირები, ფიგურული ციგურაობა

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ