
''უვნებელი, მაგრამ შოკირებული'' - ბრიუსელის ტერაქტს ფეხბურთელი გადაურჩა
ბრიუსელში მომხდარ ტერაქტს 30 წლის კონგოელი ფეხბურთელი დიუმერსი მბოკანი გადაურჩა, სპორტსმენი ტერაქტის დროს ბრიუსელის აეროპორტში იმყოფებოდა . აღნიშნული ინფორმაცია ფეხბურთელის კლუბის,''ნორვიჩის'' ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
''უვნებელი, მაგრამ შოკირებული'' - ამ სიტყვებით გამოეხმაურა ინგლისური კლუბის ვებგვერდი ფეხბურთელის გადარჩენის ფაქტს.
''ნორვიჩის'' ვებგვერდის მიხედვით კლუბმა შეძლო მბოკანთან დაკავშირება, მოთამაშე ამჟამად ოჯახთან ერთად იმყოფება.