ყველა სპორტული სიახლე

პატარა “ბორჯღალოსნები“ ფინალში გავიდნენ!

დასრულდა ნახევარფინალური მატჩი პორტუგალიაში მიმდინარე 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 29:10 სძლიეს პორტუგალიის 18-წლამდელთა ნაკრებს.

პირველ ტაიმში 18-წლამდელებმა სამი ლელო დადეს, სამივე არსენ მაჩალაძის ანგარიშზეა. მეორე ნახევრის დებიუტში ჯარიმით ანგარიში გელა აფრასიძემ გაზარდა - 24:10, რომელმაც პირველ ნახევარში ყველა ლელო გარდასახა. ტაიმის შუაწელში კი ლელო საბა ხურცილავამ დადო. აფრასიძემ ვერ გარდასახა და საბოლოო ანგარიში 29:10 დააფიქსირა.

რაგბი, ზამთრის სახეობები, ევროტურნირები

არქივის კალენდარი

2020 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ