ყველა სპორტული სიახლე

კლინცევიჩი: ''ევროპის ჩემპიონატის ჩატარებას საფრთხე ემუქრება''

ბრიუსელში მომხდარ ტერაქტს რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ფრანც კლინცევიჩი გამოეხმაურა. პოლიტიკოსის კომენტარს lifenews.ru ავრცელებს.

კლინცევიჩის თქმით ტერორისტები მთავარ დარტყმას ფეხბურთის ევროპის 2016 წლის ჩემპიონატისთვის ამზადებენ.

ფრანც კლინცევიჩი: ''2015 წლის ნოემბერში პარიზში მომხდარი ტერაქტი და დღეს ბრიუსელში მომხდარი ტერაქტი ტერორისტების მზადების პროცესია, ისინი მასიური ტერორისტული აქტების განხორციელებას ევრო 2016-ის მიმდინარეობისას აპირებენ. ტურნირის ჩატარებას საფრთხე ემუქრება.''

კლინცევიჩის თქმით ევროპის ჩემპიონატის გადადება უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება, ამ შემთხვევაში ტერორისტები ჩათვლიან, რომ გამარჯვება მათ მოიპოვეს.

ფეხბურთი, ზამთრის სახეობები, ინტერვიუ

არქივის კალენდარი

2020 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ