ყველა სპორტული სიახლე

ბრიუსელში მომხდარი აფეთქების შედეგად ბელგიელი კალათბურთელი დაშავდა

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში 22 მარტს მომხდარ ტერაქტის შედეგად ოკლენდ გოლდენ გრიზლის ყოფილი კალათბურთელი, სებასტიან ბელინი დაშავდა.

ბელგიელი კალათბურთელი ბრიუსელის აეროპორტში იმყოფებოდა, როდესაც აფეთქება მოხდა. ტერორისტული აქტის შედეგად 37 წლის სპორტსმენმა მძიმე დაზიანება მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციით ბელინი აფეთქების წერტილიდან რამდენიმე მეტრში, დაახლოებით 65 ნაბიჯის მანძილზე იმყოფებოდა.

ბელგიელმა კალათბურთელმა განსაკუთრებით მძიმე დაზიანება ქვედა კიდურების არეში მიიღო, რის გამოც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

ბელგიის აეროპორტში ბელინის ფოტო საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა, ქეთევან ქარდავამ გადაიღო.

622_05b21e93-d5d9-3121-9052-a1b8753c7a6f

37 წლის კალათბურთელის მდგომარეობას მისი ყოფილი მწვრთნელი, გრეგ კემპი twitter-ის საშუალებით გამოეხმაურა.

გოლდენ გრიზლის მთავარმა მწვრთნელმა გულშემატკივარს აცნობა, რომ ბელინი აფეთქების დროს ბრიუსელის აეროპორტში იმყოფებოდა და მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

131

ბელინი ბრაზილიაში დაიბადა, მაგრამ ბელგიის მოქალაქეა და სწორედ ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრების წევრი იყო. ამჟამად 37 წლის კალათბურთელი ბელგიური კლუბ გენკ ჰოუკსის წევრია.

კალათბურთი, ზამთრის სახეობები, მსოფლიო, ფიგურული ციგურაობა

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ