ყველა სპორტული სიახლე

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია: 5 რამ, რის გამოც თბილისის გრან პრის უნდა უყურო (ვიდეო)

25-27 მარტს თბილისის ახალი სპორტის სასახლე (უნივერსიტეტის ქუჩა) ძიუდოს გრან პრის გათამაშებას მასპინძლობს. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ვებ-გვერდმა თბილისის გრან პრის სტატია მიუძღვნა და ხუთი მნიშვნელოვანი დეტალი გამოარჩია, რის გამოც გულშემატკივარმა თბილისურ ტურნირს უნდა უყუროს.

ბექა ღვინიაშვილი ახალგაზრდა ძიუდოისტი, რომელიც პირველად გამოვა 100 კილოში თბილისის გრან პრიზე და ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება - “ 20 წლის ბექა ღვინიაშვილი რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ოცნებობს, მან ახალ წონაში, 100 კილოში ორი ტურნირიც მოიგო - პერუს დედაქალაქ ლიმაში და არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში პანამიერიკული თამაშების გამარჯვებული გახდა და ორივე ტუნრირის ფინალში ესტონელი გრიგორი მინასკინი იპონით დაამარცხა. ბექა სალიცენზიო რეიტინგში ახლა 39-ე ადგილზეა.

სალიცენზიო ტურნირებიდან დარჩენილია ევროპის ჩემპიონატი, გრან პრი, გრან სლემი და ძიუდოს მასტერსი მაისში. ღვინიაშვილი გრან პრის ბოლო დღეს იჭიდავებს და გულშემატკივრებით გამხნევებული შეეცდება თავისი პირველი მედლის მოპოვებას 100 კილოში, თბილისურ გრან პრიზე. ერთი წლის წინ ღვინიაშვილმა 90 კილოში იჭიდავა და ფინალში დაამარცხა თანაგუნდელი ვარლამ ლიპარტელიანი.

ახლა კი თბილისში, ახალგაზრდა ძიუდოისტისთვის მთავარი კონკურენტები იქნებიან - ძიუდოს მსოფლიოს მასტერსის გამარჯვებული ელმარ გასიმოვი (აზერბაიჯანი), ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი ადლან ბისულთანოვი (რუსეთი), მსოფლიოს ჩემპიონი ლუსიანო კორეა (ბრაზილია) და ბაქოს გრან სლემის ბრინჯაოს მედალოსანი ლუსიანო-კორეა (პორტუგალია). გრან პრიზე გამარჯვება 300 ქულას იძლევა, რაც იქნება ყველაზე ძვირფასი გამარჯვება ღვინიაშვილისთვის მის ახალგაზრდულ კარიერაში, ახალ წონაში“.

მაირა აგუიარი (ბრაზილია) თბილისური ტურნირი ერთ-ერთი ეტაპია მისთვის, რომ ოლიმპიურ თამაშებზე გამარჯვება მოიპოვოს - “ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი, ვინც ტურნირზე ერთ-ერთი ფავორიტი და თბილისში წარმოდგენილი ძლიერი ბრაზილიური გუნდის მთავარი ძალა იქნება. აგუიარი 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონია და -78 კილოში რამდენიმე ძლიერი კონკურენტი ეყოლება“

ზვიად გოგოჭური, ძიუდოისტი, რომელსაც მხედველობის პრობლემები აქვს და პარალიმპურ ძიუდოშიც გამოდის. ის რიოს პარალიმპური თამაშების ლიცენზიანტი და 2014 წლის თბილისის გრან პრის გამარჯვებულია. 29 წლის ძიუდოისტი 90 კილოში რეიტინგში 71-ე ადგილზეა და მიზნად ისახავს ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებით გამოსვლას. გოგოჭური აპირებს მჭიდრო თანამშრომლობას ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციასთან და მუშაობას ძიუდოს განვითარებისთვის მსოფლიოს მასშტაბით“.

ძლიერი პირველი ნომრები ყაზახეთიდან - "ყაზახეთის ნაკრები თბილისის გრან პრიზე გამოვა 21 ძიუდოისტით და იქნება ყველაზე დიდი გუნდი ტურნირზე მონაწილეებს შორის საქართველოს ნაკრების შემდეგ. მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორი რუსტამ იბრაიევი (60 კგ), იელდოს სმეტოვი (60 კგ) და სხვები. ყაზახეთი მაისში თავადაც უმასპინძლებს გრან პრის, შარშან თბილისში გამართულ შეჯიბრზე კი მხოლოდ ერთი მედალი მოიპოვა - 73 კილოში დასტან იაკიბაიევმა ვერცხლის მედალი აიღო. ყაზახეთის ნაკრებისთვის ეს იქნება, მთავარი საეტაპო შეჯიბრი აპრილში გასამართი აზიის ჩემპიონატის წინ, რომელსაც უზბეკეთი უმასპინძლებს".

ჩრდილოეთ კორეის გუნდი ოლიმპიური მზადების ცენტრში ვარჯიშობს - "ჩრდილოეთ კორეის გუნდი ორი კვირაა, რაც თბილისის გრან პრისთვის უნგრეთში, ბუდაპეშტიდან 35 კილომეტრის დაშორებით მდებარე ძიუდოს ცენტრში ვარჯიშობს. ეს ცენტრი გაიხსნა 10 იანვარს და უმასპინძლებს 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს. 30-ზე მეტი ძიუდოისტი გადიოდა მზადებას ახალ ცენტრში ერთი კვირის წინ, როდესაც მათ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი მარიუს ვიზერი ესტუმრა, სადაც ვარჯიშობდნენ ჩრდილოეთ კორეის გუნდი და ძიუდოსიტები სხვადასხვა ქვეყნებიდან". zviada

 

ჭიდაობა / ძიუდო, ზამთრის სახეობები

არქივის კალენდარი

2020 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ