ყველა სპორტული სიახლე

თბილისის ძიუდოს გრან პრი: ოქროს და ორი ბრინჯაოს შანსი

თბილისის ახალ სპორტის სასახლეში (უნივერსიტეტის ქუჩა) დასრულდა წინასწარი შეხვედრები ძიუდოს გრან პრის გათამაშებაზე. პირველ საშეჯიბრო დღეს, მედალოსნები 5 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან - ვაჟები მედლებისთვის 60 და 66 კილოში, ხოლო ქალები 48, 52 და 57 კილოში იბრძვიან.

საქართველოს ნაკრების სახელით ტატამზე 9 ძიუდოისტი გავიდა - 8 ვაჟი და ერთი გოგონა - მარიამ ჯანაშვილი (52 კგ), რომელმაც პირველი წრე ყაზახ გაუკხარ ტურმახანოვასთან გამარჯვებით გადალახა, მეორე წრეში ბელარუს მარია სრიპნიკს დაეჭიდა, რომელიც მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორია, მარიამმა მეტოქეს იპონით მოუგო და ტიტულოვან ბრაზილიელ ერიკა მირანდაზე გავიდა, ვისაც დაძაბულ ორთაბრძოლაში ორი გაფრთხილებით აჯობა. ჯანაშვილი ნახევარფინალში ებრაელ გილი კოენს დაუპირისპირდა და ორი ვაზარით წააგო, ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა კი სამხრეთ კორეელ მი-რი კიმთან ექნება.

ვაჟებიდან მედლებისთვის მხოლოდ ამირან პაპინაშვილი (60 კგ) და ვაჟა მარგველაშვილი იჭიდავებენ - პაპინაშვილი ბრინჯაოს შეუტევს, მარგველაშვილი ოქროს. პაპინაშვილმა რეპეშაჟის ნახევარფინალი ბულგარელ იანისლავ გერჩევს ვაზარით მოუგო და ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში თურქეთის სახელით მოჭიდავე ბეთქილ შუკვანს, იგივე ბექირ ოზლუს გაეჯიბრება. მარგველაშვილმა ნახევარფინალში ებრაელ ტალ ფლიკერს ჯერ ვაზარი აუღო, შემდეგ კი სუფთა გდებაც მიაყოლა და ფინალში ყაზახ იელდოს ჟუმაკანოვს დაუპირისპირდება.

ნახევარფინალამდე მარგველაშვილმა ჯერ საუდის არაბეთის წარმომადგენელი სულეიმან ჰამადი დააიპონა, შემდეგ უკრაინის სახელით მოჭიდავე გიორგი ზანთარაია, მე-1/4 ფინალში კი თურქ სინან სანდალს ასევე იპონით აჯობა.

ფინალური ბლოკის ორთაბრძოლები 17:00 საათიდან დაიწყება.  შეგახსენებთ, თბილისის გრან პრის გამარჯვებული 300 ქულას მიიღებს.

1

12903833_1141769359176133_1314039936_o

ჭიდაობა / ძიუდო, ზამთრის სახეობები

არქივის კალენდარი

2020 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ