
ნიუ-იორკში წლის საუკეთესო ავტომობილი დაასახელეს
ნიუიორკში გამართულ ავტო გამოფენაზე, საერთაშორისო კონკურსის World car Of the Year , წლის საუკეთესო ავტომობილის ტიტული Mazda MX-5 -მა მოიპოვა. საუკეთესო ავტომობილის ტიტულისთვის 10 ავტომობილი იბრძოდა.
Mazda MX-5, Audi A4, BMW X1, Hyundai Tucson, Jaguar XE, Land Rover Discovery Sport, Mazda CX-3, Mercedes-Benz GLC, Skoda Superb и Toyota Prius. გარდა ამისა, მაზდა საუკეთესო დიზაინის ავტომობილადაც დაასახეს.
ავტოშოუზე ასევე დააჯილდოვეს, BMW მე-7 სერიის ავტომობილი, როგორც ყველზე კარგი ბიზნეს კლასის მანქანა. ამავე კატეგორიისთვის იბრძოდნენ: Audi Q7 , Jaguar XF, Mercedes-Benz GLE Coupe და Volvo XC90.
წლის საუკეთესო ავტომობილის ტიტულისათვის პირველი საავტომობილო ჩვენება 2005 წელს გაიმართა და მაშინ Audi A6-მა გაიმაჯვა.
მაზდა MX-5 წლის საუკეთესო ავტომობილი
საუკეთესო სპორტული ავტომობილი Audi R8
საუკეთესო ბიზნეს კლასის ავტომობილი BMW -7 სერია
წლის საუკეთესო "მწვანე" ავტომობილი Toyota Mirai
ავტორი: პაატა ჯოხაძე