ყველა სპორტული სიახლე

ვინ იქნება ევრო 2016-ის აღმოჩენა?

მოახლოებული ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი სპორტული მოვლენა საფრანგეთში გასამართი ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატია.

მორიგი დიდი ტურნირს ტრადიციულად დიდ ყურადღებას მიაქცვენ ევროპული გრანდების ხელმძღვანელები, რადგან ნებისმიერ მნიშვნელოვან საფეხბურთო ფორუმზე ჩნდებიან ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც საკუთარი თამაშით გულშემატკივრების გახარებას და შემდეგ სარფიანი კონტრაქტების მიღებასაც ახერხებენ.

ევრო 2016-ის პოტენციური ახალგაზრდა ვარსკვალვების შესახებ სტატია The Sun-მა მოამზდა და 5 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც, შესაძლოა, ჩემპიონატის აღმოჩენები გახდნენ.

დელე ალი

Dele Alli holds of Jores Okore during Tottenham's Premier League clash with Aston Villa

"ტოტენჰემისთვის" წარმატებულად მიმდინარე სეზონში ახალგაზრა დელე ალის მნიშვნელოვანი როლი აქვს. დიდი გუნდების წინააღმდეგ ეს მოთამაშე საკმაოდ დამაჯერბელია და ამასთან ერთად გამორჩეულად ლამაზი გოლების გატანაც ეხერხება. დელე ალის გუნდისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში.

კინგსლი კომანი

Kingsley Coman celebrates his  clincher against Juventus with Bayern team-mate, Thiago

"იუვენტუსიდან" "ბაიერნში" განათხოვრებულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, ჩემპიონთა ლიგიდან ყოფილი გუნდის გაგდებაში მნიშვნელოვნი წვლილი შიეტანა. მასპინძელთა ნაკრებს შეტევაში შემსრულებლების დეფიციტი არ აქვს, თუმცა 19 წლის კომანსაც ექნება სათამაშო დროის მიღების საშუალება.

ემერიკ ლაპორტე

Aymeric Laporte has been a rock at the back for Athletic Bilbao

"ბილბაოს" 21 წლის ფრანგი ნახევარმცველი სეზონის ბოლოს, სოლიდური თანხის სანაცვლოდ, შესაძლოა, "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელი გახდეს. თუმცა, ფრანგთა ნაკრებში მას თამაში გარანტირებული არ აქვს, რადგან დიდიე დეშამი მის პოზიციაზე გაცილებით გამოცდილ კადრებს ანიჭებს უპირატესობას. აღსანიშნავია ისიც, რომ ფეხბურთელმა 24 თებერვალს გამართულ ახალგაზრდული ნაკრების შეხვედრაში მძიმე ტრავმა მიიღო და ჯერჯერობით ისიც უცნობია, თუ როდის დაუბრუნდება მოედანს.

რენატო სანჩესი

Renato Sanches in action during Benfica's mammoth clash with rivals, Sporting Lisbon

"ბენფიკას" ახალგაზრდა შემტევი "მანჩესტერ იუნაიტედის" ინტერესთა სფეროში მოხვდა და პორტუალიის ნაკრებში ბელგიასთან და ბულგარეთთან გასამართ ამხანაგური მატჩებისთვისაც მიიღო გამოძახება. სანჩესი ჯერჯერობით ბოლომდე არ ჩამოყალიბებულა და როცა საქმ მისთვის სასიკეთოდ არ მიდის, ზედმეტად ემოციურიც ხდება, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ის ჯერ მხოლოდ 18 წლისაა.

ლეროი სანე

Leroy Sane has exploded as one of the most wanted youngsters in world football

ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მოთამაშე "შალკეს" ნახევარმცველი ლეროი სანეა, რომლის გადაბირების დიდი სურვილი პეპ გვარდიოლას აქვს. დიდი შანსია, რომ ტრავმირებულმა ბასტიან შვაინშტაიგერმა ევრო გამოტოვოს, რაც სანეს ჩინებულ შესაძლებლობას აძლევს.

 

ფეხბურთი, ზამთრის სახეობები, ინტერვიუ

არქივის კალენდარი

2020 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ