ყველა სპორტული სიახლე

ბექა ღვინიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს

თბილისის ახალ სპორტის სასახლეში ძიუდოს გრან პრის დასკვნითი საშეჯიბრო დღის წინასწარი შეხვედრები დასრულდა. დღეს, მედლებისთვის 5 წონითი კატეგორიის ძიუდოისტები ჭიდაობენ. გოგონები ჩემპიონების ვინაობას 78 და +78 კილოში, ხოლო ვაჟები 90, 100 და +100 კილოში გაარკვევენ.

საქართველოს ნაკრების სახელით ტატამზე 13 ძიუდოისტი - 12 ვაჟი და 1 გოგონა გავიდა და წინასწარი შეხვედრების შემდეგ მედლისთვის ბრძოლას მხოლოდ ბექა ღვინიაშვილი (100 კგ) აგრძელებს, ვინც ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში უზბეკ სოიბ კურბანოვს დაუპირისპირდება.

ფინალური ბლოკის შეხვედრები 17:00 საათიდან დაიწყება, გადამწყვეტი ორთაბრძოლების პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხი შემოგვთავაზებს.

შეგახსენებთ, ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი აქვს და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზეა.

my-13

my-10

 

 

 

ჭიდაობა / ძიუდო, ზამთრის სახეობები

არქივის კალენდარი

2020 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ