ყველა სპორტული სიახლე

ილურიძის საშინაო ფრე

რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის 28-ე ტურში, ხაბაროვსკის „სკა-ენერგიამ“, სადაც მარცხენა მცველი გიორგი ნავალოვსკი და ფორვარდი გიორგი ილურიძე გამოდიან, შინ ირკუტსკის „ბაიკალს“ დაუზავდა - 0:0.

ილურიძე სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 65-ე წუთზე ჩაერთო. ნავალოვსკი საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ყაზახებთან ამხანაგური შეხვედრისთვის ემზადება. „სკა-ენერგია“ 35 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეთხუთმეტეა.

კრასნოიარსკის „ენისეი“, რომელსაც ომარ თეთრაძე წვრთნის სახლში „ტოსნოსთან“ 1:3 დამარცხდა. კრასნოიარსკელები 37 ქულით მე-10 პოზიციაზე არიან.

 

ფეხბურთი, პარასპორტი, ვიდეო

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ