ყველა სპორტული სიახლე

ე.წ. სამხრეთ ოსეთში ოლიმპიური კომიტეტის შექმნა გადაწყვიტეს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში ოლიმპიური კომიტეტის შექმნა გადაწყვიტეს და ამ საკითხთან დაკავშირებით ცხინვალში ერთმანეთს დე ფაქტო პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი, რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის მდივანი ანდრეი კონოკოტინი, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მწვრთნელი ჯამბულატ თედეევი და აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი ვიტალი გაბნია შეხვდნენ, იუწყება sputnik-ossetia.ru.

"ოლიმპიური კომიტეტის შექმნა ქვეყნისთვის აუცილებელია. რესპუბლიკამ საერთაშორისო სპორტულ არენაზე უნდა შეძლოს საკუთარი თავის წარმოჩენა", - განაცხადა თიბილოვმა.

შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ სამხრეთ ოსეთის ოლიმპიური კომიტეტი, რუსეთის ანალოგიური ორგანიზაციის მხარდაჭერით შეიქმნება.

"რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სპორტის განვითარებისთვის ყველაფერს გააკეთებს. გასათვალისწინებეალია, რომ ამ რეგიონს რუსეთის ფედერაციისთვის არაერთი სპორტსმენი მოუმზადებია", - განცხადა კონოკოტინმა.

სამხრეთ ოსეთს მხარდაჭერა აფხაზურმა დელეგაციამაც გამოუცხადა. ვიტალი გაბნიამ განაცხადა, რომ აფხაზური მხარი მზად არის მოძმე ერის დასახმარებლად.

სხვადასხვა, ზამთრის სახეობები, ძალოსნობა

არქივის კალენდარი

2020 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ