ყველა სპორტული სიახლე

ჭანტურიას გამარჯვების გოლი სადებიუტო მატჩში

 

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-10 ტურში “დუისბურგმა’’ შინ 1:0 დაამარცხა “პადერბორნი’’. სადებიუტო მატჩი გოლით აღნიშნა გიორგი ჭანტურიამ, მასპინძლებმა სეზონის პირველი გამარჯვება სწორედ ქართველი ფეხბურთელის ერთადერთი გოლით მოიპოვეს.

თავდაპირველად გიორგი ჭანტურია სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა, შესვენების შემდეგ კი თამაშში ჩაერთო. 71-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიიღო, 81-ე წუთზე ბურთი თანაგუნდელთან გაითამაშა, შემდეგ მეტოქის საჯარიმოში ორი მცველი მოატყუა და მარცხენა ფეხით ზუსტი დარტყმა შეასრულა. მეკარის რეაგირებას შედეგი არ მოჰყოლია.

გიორგი ჭანტურიას მსგავსად დუისბურგელთა განაცხადში მოხვდა ლაშა დვალი, თუმცა თამაშში მონაწილეობა არ მიუღია.

სასიხარულოა, რომ “დუისბურგმა’’ მეორე ბუნდესლიგის  მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება ქართველი შემტევის გოლით მოიპოვა, თუმცა ჯინო ლეტიერის გუნდი 5 ქულით კვლავ ბოლო ადგილზეა. გათამაშებაში 18 გუნდი მონაწილეობს, “დუისბურგი’’ კი მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება მე-17 ადგილზე მყოფ “მიუნხენს’’.


1-0 Giorgi Chanturia Goal Germany 2... by diyan-delev

ფეხბურთი, რაგბი, ვიდეო, ევროტურნირები, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2023 თებერვალი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ