ყველა სპორტული სიახლე

ჭანტურია: ''დუისბურგს'' მეორე ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნება შეუძლია''

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში წარმატებული სადებიუტო მატჩის შემდეგ გიორგი ჭანტურია გერმანელი ჟურნალისტების ყურადღების ქვეშ მოექცა. ქართველ მოთამაშეს Sky Bundesliga ესაუბრა.

''პირველი გამარჯვების მოპოვების დიდი სურვილი გვქონდა. მიზანს მივაღწიეთ, მოგებით ბედნიერი ვარ. გამარჯვებაში ჩემი  წვლილი შევიტანე. ''დუისბურგი'' კარგი გუნდია. როგორც ფეხბურთელებთან, ასევე მწვრთნელთან მუშაობით კმაყოფილი ვარ.''

ჟურნალისტის დასმულ კითხვას შეძლებს თუ არა ''დუისბურგი'' მეორე ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებას, გიორგი ჭანტურიამ შემდეგი პასუხი გასცა:

''ჩვენს გუნდში ძალიან კარგი ფეხბურთელების თავმოყრაა, ამავეს ვიტყოდი მწვრთნელზე. ამიტომაც ვფიქრობ შეგვიძლია მეორე ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნება'' - განაცხადა ჭანტურიამ.

შეგახსენებთ მეორე ბუნდესლიგის მე-10 ტურის მატჩში“დუისბურგმა’’ შინ 1:0 დაამარცხა ''პადერბორნი''. 81-ე წუთზე სადებიუტო შეხვედრაში გიორგი ჭანტურიამ გამარჯვების გოლი გაიტანა. მან ინდივიდიალური ოსტატობის ხარჯზე მოახერხა ანგარიშის გახსნა.

ფეხბურთი, რაგბი, ვიდეო, ევროტურნირები

არქივის კალენდარი

2023 თებერვალი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ