ყველა სპორტული სიახლე

ჟერომ შამპანი ფიფას პრეზიდენტობას აპირებს

ფიფას გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე ჟერომ შამპანი ხსენებული ორგანიზაციის პრეზიდენტობას გეგმავს.

ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, ფრანგმა ფიფას პრეზიდენტობის კანდიდატობაზე დოკუმენტები უკვე შეიტანა.

მანამდე, თავისი კანიდატურები იორდანიის პრინცმა ალი ბინ ალ-ჰუსეინმა, უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ, რომელიც ფეხბურთს 90 დღე ჩამოაშორეს, ტრინიდად და ტობაგოს ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა დავიდ ნახიდმა და სამხრეთ კორეის ფეხბურთის ფედერაციის ექსთავკაცმა ჩონ მონ ჯუნმა წამოაყენეს. ამ უკანასკნელს ფიფას ეთიკის კომიტეტმა საფეხბურთო საქმიანობა 6 წლით აუკრძალა და თუ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას ვერ მოასწრებს, არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ფეხბურთი, ტყვიის სროლა, ზამთრის სახეობები, ევროპა

არქივის კალენდარი

2019 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ