ყველა სპორტული სიახლე

ფიფას ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ფეხბურთში მოღვაწეობა აუკრძალეს

ფიფას ეთიკის კომიტეტმა სამხრეთ კორეის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილ ხელმძღვანელს ჩონ მონ ჯუნს ფეხბურთში მოღვაწეობა 15 წლით აუკრძალა.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, კორეელი ფიფას პრეზიდენტის არჩევნებში კენჭს ვეღარ იყრის. ამის მიზეზი მონ ჯუნის მიერ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლის არჩევისას ქრთამის შეთავაზება გახდა. კერძოდ, სამხრეთ კორეისთვის მხარდაჭერის შემთხვევაში, მან პირობა დადო, რომ ფეხბურთის განვითარებაში 777 მილიონ დოლარს ჩადებდა.

მონ ჯუნი ცნობილი სამხრეთკორეელი ბიზნესმენი, პოლიტოკოსი და საფეხბურთო ფუნქციონერია. ის ავტოკონცერნ Hyundai-ის დამფუძნებლის ერთ-ერთი მემკვიდრე და მთავარი აქციონერია. 63 წლის აზიელი ფიფას ვიცე-პრეზიდენტიც იყო და მისი დამსახურებაა, რომ 2002 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი სამხრეთ კორეასა და იაპონიაში ჩატარდა.

კონგრესი, რომელზეც ფიფას ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიონ 2016 წელს ციურიხში გაიმართება. გამარჯვების მთავარი კანდიდადი უეფას ამჟამინდელი პრეზიდენტი მიშელ პლატინია.

ფეხბურთი, ინტერვიუ, ევროპა,

არქივის კალენდარი

2019 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ