ყველა სპორტული სიახლე

მარცვალაძემ „დილას“ ბოლნისში მოაგებინა

საქართველოს საფეხბურთო ეროვნულ ჩემპიონატში წაუგებელი გუნდი აღარაა.

მე-9 ტურამდე, დაუმარცხებელი ბოლნისის „სიონი“ იყო, რომელიც სახლში გორის „დილასთან“ უქულოდ დარჩა.

წინა ტურში ჰეთ თრიქის შესრულების შემდეგ, გორელთა ფორვარდმა ოთარ მარცვალაძემ ბოლნისელებსაც გაუტანა და მიმდინარე სეზონში 8 გოლი დააგროვა.

გელა სანაიას ხელმძღვანელობით ფოთის „კოლხეთმა“ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და ბევრის გასაკვირად სამი ქულა ივანწმინდაში „ჩიხურასთან“ აიღო.

იმერულ დერბიში „სამტრედიამ“ ქუთაისის „ტორპედოს“ აჯობა.

კვლავ მოგების გარეშეა „ზუგდიდი“, რომელიც ამჯერად გასვლაზე „შუქურასთან“ დამარცხდა.

ლანჩხუთში ადგილობრივმა „გურიამ“ და ბათუმის „დინამომ“ ქულები გაიყვეს.

დღეს, 18:00 საათზე ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ სტარტს თბილისის „დინამოსა“ და „ცხინვალის“ დაპირისპირება აიღებს.

24 ოქტომბერს „საპოვნელა“ ქუთაისში მარტვილის „მერანს“ უმასპინძლებს.

25 ოქტომბერს თბილისის „ლოკომოტივი“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე „საბურთალოს“ მიიღებს.

სიონი” (ბოლნისი) – ”დილა” (გორი) 0:1 (0:0)

23 ოქტომბერი. ბოლნისი. თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონი.

გოლი: 0:1 მარცვალაძე (61).

გაფრთხილება: ვასაძე (14).

 ჩიხურა” (საჩხერე) – ”კოლხეთი” (ფოთი) (0:1)

23 ოქტომბერი. ივანწმინდა. ცენტრალური სტადიონი.

გოლი: ომარ გოგონაია (33).

 შუქურა” (ქობულეთი) – ”ზუგდიდი” (ზუგდიდი) 2:1 (2:1)

23 ოქტომბერი. ქობულეთი. “ჩელე არენა”.

გოლები: 1:0 გიორგი ჩელებაძე (14, პენ), 2:0 ელგუჯა ლობჯანიძე (22), 2:1 ნიკა ნარმანია (38).

გაფრთხილებები:  ჭეიშვილი (34), ჩელებაძე (50), ცხოვრებოვი (81).

სამტრედია” (სამტრედია) – ”ტორპედო” (ქუთაისი) 3:1 (1:1)

23 ოქტომბერი. სამტრედია. “ეროსი მანჯგლაძე”.

გოლები: 1:0 ენდელაძე (11), 1:1 კლიმიაშვილი (31), 2:1 ზივზივაძე (71), დავით ჯიქია (85).

გაფრთხილებები: ქიმაძე (52), დათა სიჭინავა (64), ნერგაძე (74)

 ''გურია'' (ლანჩხუთი) - ''დინამო'' (ბათუმი) 1:1 (0:0)

23 ოქტომბერი. ლანჩხუთი. “ევგრაფი შევარდნაძე”.

გოლები: 1:0  წილოსანი (51), 1:1 აბუსელიძე (70)

გაფრთხილებები: ლუკა ნოზაძე (72), ბორის მახარაძე (89).

 

ფეხბურთი, სხვადასხვა, ვიდეო, კარატე

არქივის კალენდარი

2021 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ