ყველა სპორტული სიახლე

აშშ-ს გრან-პრიზე სატესტო რბოლა უამინდობის გამო გადაიდო (ვიდეო)

ოსტინის გრან-პრიზე მეორე სატესტო რბოლა უამინდობის გამო გადაიდო. ძლიერი წვიმის შედეგად სამედიცინო ვერტმფრენი აფრენას ვერ ახერხებდაც, რის გამოც რბოლის გადადება გახდა საჭირო.

აღნიშნულ ფაქტს მერსედესის პილოტი, ლუის ჰემილტონი გამოეხმაურა.

"კარგი დღე იყო, წვიმა მიყვარს, მაგრამ არა ვარჯიშების დროს. ასეთი ძლიერი წვიმა აქამდე ნანახი არ მქონდა. ლამაზი სანახავი იყო, თუმცა მოსულ გულშემატკივრებს გული დაწყდათ, რაც სასიამოვნო არაა.

დილით ბევრი არ მივლია, რადგან საბურავების შენახვა მეორე ვარჯიშისთვის მსურდა, რომელზეც საერთოდ ვეღარ გავედით. ბევრი ინფორმაცია ვერ მოვიპოვეთ, ამიტომ უიქენდი დაძაბული იქნება. თუმცა, ყველა თანაბარ მდგომარეობაშია", - განაცხადა ჰემილტონმა.

ავტოსპორტი, ჭიდაობა / ძიუდო, ფიგურული ციგურაობა

არქივის კალენდარი

2020 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ