ყველა სპორტული სიახლე

გორის ''დილას'' ფინანსურ მდგომარეობას აუდიტი შეისწავლის

საქართველოს მოქმედ ჩემპიონ, გორის ''დილას'' ფინანსური პრობლემები აქვს. კლუბში სახელფასო დავალიანებებია და როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ქალაქ გორის მერმა უთხრა, ''დილაში'' ხელფასები ისე გაზარდეს, რომ ქალაქის მერია საქმის კურსში არ ჩააყენეს.

''2015 წელს გორის ბიუჯეტში ''დილასთვის'', 2 მლნ ლარამდე თანხა გაითვალისწინეს. ახლა კი კლუბი 2 მლნ ლარზე მეტს ითხოვს. იმ ხელფასების ფონზე, რომელიც წელს კლუბმა ევროპული ტურნირებიდან მიღებული დივინდების წყალობითაც გაზარდა, კლუბის ადმინისტაციას მომავალი წლის ბიუჯეტის გეგმები გაუზარდა.

გორის მერი გვიდასტურებს, რომ კლუბის ადმინისტრაციამ ხელფასების ზრდა მერიასთან შეთანხმების გარეშე მოახდინა.

საფეხბურთო კლუბი ქალაქ გორის მერიის დაქვემდებარებაშია. იქ განხორციელებული ყველა ფინანსური კომბინაცია მერთან უნდა იყოს შეთანხმებული. ამიტომ, ააიპ ''გორის საფეხბურთო კლუბ დილას" ფინანსურ მდგომარეობას შიდა აუდიტი შეისწავლის.

2015 წლის 21 ოქტომბერსვე კლუბის დირექტორს გიორგი ტუღუშს საკრებულოს ბიუროს წევრებთან დაძაბული საუბარი ჰქონდა.

რაში ხარჯავთ ამ ფულს? - ჰკითხეს გიორგი ტუღუშს. კლუბის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ თუ ძვირადღირებულ ფეხბურთელებს სათანადო ანაზღაურება არ ექნება, კლუბი დაიშლება.

ბიუროს სხდომის შემდეგ გორის მერთან ფეხბურთელები დაიბარეს. ფეხბურთელებთან საუბრის დეტალები მედიისთვის უცნობია, თუმცა, მერის მოადგილე ნუკრი ჯოხაძე გვეუბნება, რომ ფეხბურთელებთან, სწორედ, ფინანსურ საკითხებზე იყო საუბარი.

ქალაქის საკრებულოს ბიუროს წევრებმა კლუბის დირექტორი გიორგი ტუღუში მაშინ დაიბარეს, როდესაც 21 ოქტომბერს კლუბისთვის დამატებით 65 ათასი ლარის გამოყოფის საკითხი შეიტანეს.

საკრებულოს წევრი ილია მეტრეველი ამბობს, რომ საჭიროა საფეხბურთო კლუბს გამოეყოს საფეხბურთო სკოლა, რომელიც ადგილობრივ თაობას გაზრდის და კლუბს ფეხბურთელებს გაუზრდის.

კლუბსა და სკოლას ერთი და იგივე ხელმძღვანელი ჰყავს. ილია მეტრეველის იდეას საკრებულოს ბიუროს კიდევ ორი წევრი - ზურაბ როსებაშვილი და დავით რაზმაძე დაეთანხმნენ. ილია მეტრეველი ამბობს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცების დროს, საკრებულოს წინაშე, კლუბისა და სკოლის გაყოფის ინიცირებით შევა.''

ავტოსპორტი, ზამთრის სახეობები, ვიდეო

არქივის კალენდარი

2020 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ