
დეშამი: "ბენზემას არ შევცვლი"
საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი თვლის, რომ კარიმ ბენზემას მეტი სათამაშო დრო უნდა დაეთმოს. მიმდინარე სეზონში "რეალში" ჩატარებული რვა მატჩიდან ფრანგი შემტევი ექვსში შეცვალეს. მიუხედავად ამისა, ბენზემამ შვიდი გოლის გატანა მოახერხა.
"ბენზემას არ შევცვლი. გუნდისთვის ის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. კარიმს ყოველთვის მეტის გატანა სურს. მას ჯერ კიდევ ყველა გოლი არ გაუტანია" - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.
საფრანგეთის ნაკრებში ჩატარებულ 75 მატჩში ბენზემამ 25 შედეგიანი დარტყმის შესრულება შეძლო.