ყველა სპორტული სიახლე

ლომაია და ხიზანიშვილი მკაცრად დასაჯეს

ბაქოს „ინტერის“ მეკარე გიორგი ლომაიას და ცენტრალურ მცველ ზურაბ ხიზანიშვილს ოთხ-ოთხ მატჩიანი დისკვალიფიკაცი მისცეს.

ინტერნეტპორტა azerisport.com-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ასეთი ვერდიქტი დღეს გამოიტანა.

აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგის განვლილ ტურში, „ინტერი“  სახლში აგდამის „ყარაბაღთან“ 0:2 დამარცხდა. მატჩის მიწურულს ლომაია ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევეს, ხოლო ხიზანიშვილი მსაჯის შეურაცხყოფისთვის.

სადისციპლინო კომიტეტმა ლომაიამ მსაჯების შეურაცხყოფაში დაადანაშაულა, ხოლო ხიზანიშვილი მსაჯთა ბრიგადის მიმართ შერაცხმყოფელი ჟესტებისა და ფრაზების გამოყენებააში.

ქართველების გამო, „ინტერი“ 8000 მანატით დააჯარიმეს, ხოლო ფეხბურთლები ოთხ-ოთხი შევხედრას გამოტოვებენ.

გარდა ამისა, „ინტერს“ 5000 მანატის გადახდა იმიტომ მოუწევს, რომ კლუბის წარმომადგენელმა ნატიკ ასკეროვმა თამაშის მერე მსაჯთა ბრიგადას შეურაცხყოფა მიაყენა. ის 5 მატჩითაა დისკვალიფიცირებული.

ფეხბურთი, პარასპორტი, ვიდეო,

არქივის კალენდარი

2020 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ