
"კლიპერსმა" ცქიტიშვილი არ დაიტოვა
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა ნიკა ცქიტიშვილმა "ლოს ანჯელეს კლიპერსში" დარჩენა ვერ მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ ნბა-ს კლუბთან ქართველმა კალათბურთელმა წინასწარი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა როგორც ჩანს სამწვრთნელო შტაბს თავი ვერ მოაწონა და გუნდთან დამშვიდობება მოუწია.
გასულ სეზონში ცქიტიშვილი ლიბანის უმაღლეს ლიგაში, "ჩემპვილის" შემადგენლობაში ასპარეზობდა და გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეც იყო. ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს კარიერას 32 წლის ქართველი კალათბურთელი.