
''კოლხეთი'' მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა
ფოთის ''კოლხეთის'' მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტურია. ზაზა ინაშვილმა ''კოლხეთი'' საკუთარი სურვილით დატოვა. ამ ინფორმაციას ''კოლხეთის'' ოფიციალური Facebook გვერდი ავრცელებს.
''მთავარი მწვრთნელის პოსტი საკუთარი სურვილით დავტოვე. ''კოლხეთს'' შემდეგ მატჩებში წარმატებებს ვუსურვებ.'' - თქვა ინაშვილმა.
''კოლხეთს'' ეროვნული ჩემპიონატის 7 ტურში 4 ქულა აქვს და 16 გუნდიან ჩემპიონატში მე-14 ადგილს იკავებს.