"დარუშაფაკა" თურქეთის ჩემპიონატის მომდევნო შეხვედრას 3 აპრილს სტუმრად "ბუიუკჩეკმეჩესთან" ჩაატარებს, თუმცა მანამდე ევროლიგაში ბელგრადის "ცრვენა ზვეზდას"დაუპირისპირდება 31 მარტს.

მარკოიშვილის გამარჯვება თურქეთის ჩემპიონატში
თურქეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში მანუჩარ მარკოიშვილის "დარუშაფაკამ" "ბანვითსფორი" მიიღო და მეტოქეს 75:66 სძლია.
ქართველმა უკანახაზელმა მოედნაზე 14:59 წუთი დაჰყო და მატჩი 3 ქულით დაასრულა. მანუმ სამქულიანი ჩააგდო, ორი 2-ქულიანი კი ააცილა. ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ჯარიმა მიიღო.