ყველა სპორტული სიახლე

ბურჯანაძის 15 ქულა და მე-15 გამარჯვება

ბექა ბურჯანაძის "ლეიმა ბასკეტმა" ესპანეთის რანგით მე-2 ლიგაში მორიგი გამარჯვება იზეიმა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა სტუმრად "კასერესს" 85:69 მოუგო და პლეი ოფში გასვლის შანსი კიდევ უფრო გაიუმჯობესა.

ბექა ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 32 წუთში 15 ქულა, 6 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა ფოვარდმა 7-დან 3 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

15 მოგებითა და 12 მარცხით "ლეიმა ბასკეტი" მე-5 პოზიციაზეა და მომდევნო შეხვედრას პირველ აპრილს "ბარსელონას" მეორე გუნდთან ჩაატარებს.

 

სხვადასხვა, კალათბურთი, პარასპორტი, საქართველო

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ