ყველა სპორტული სიახლე

არზიანმა მოიგო, სანაიამ გაიტანა

რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის 28-ე ტურში, არმავირის „ტორპედომ“, სადაც ნახევარმცველი ზურაბ არზიანი და მცველი ირაკლი ჭეჟია გამოდიან, სტუმრად კალნინგრადის „ბალტიკას“ 1:0 მოუგო.

არზიანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ჭეჟია არმავირელთა 18-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა. ვალერი კარპინის გაწვრთნილ „ტორპედოს“ 24 ქულა აქვს და 20 გუნდში მეთვრამეტეა.

ტომსკის „ტომმა“ სტუმრად ასტრახანის „ვოლგართან“ ქულა აიღო - 1:1. ტომსკელებში ანგარიში ანზორ სანაიამ 77-ე წუთზე გაათანაბრა. რუსული პასპორტის მქონე ფორვარდმა სრულად ითამაშა. „ტომსკი“ 55 ქულით მესამეა.

პოლონეთის პირველი დივიზიონის 23-ე ტურში, „სუვალკიმ“ გასვლაზე „ოლშტინთან“ ქულა აიღო - 1:1. ნახევარმცველმა დავით მაკარაძემ სტუმართა რიგებში 84-ე წუთიდან ითამაშა. „სუვალკი“ 23 ქულით 18 გუნდში მეჩვიდმეტეა.

8 ზურაბ არზიანი8 ზურაბ არზიანი1

პარასპორტი, ფეხბურთი, კალათბურთი

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ