ყველა სპორტული სიახლე

მახათაძის დუბლი მსოფლიო ჩემპიონატზე (ვიდეო)

ჩილეში მიმდინარე 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრებმა გიორგი მახათაძის დუბლით სამხრეთ აფრიკა დაამარცხა. 17 წლის ქართველმა მე-5 წუთზე თერთმეტმეტრიანიდან გახსნა ანგარიში. მატჩის მიწურულს გიორგიმ შორეული მანძილიდან  მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო.

რუსეთის ნაკრებმა E ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. კოსტა რიკასთან ფრედ ითამაშა, ჩრდილოეთ კორეასთან და სამხრეთ აფრიკასთან კი სამი ქულა მოიპოვა. მერვედფინალში რუსეთის ნაკრები ეკვადორს დაუპირისპირდება. თამაში 30 ოქტომბერს გაიმართება.

პორტუგალიის სეგუნდა ლიგის მე-12 ტურში ''გიმარაეშის'' სარეზერვო შემადგენლობამ შინ 1:0 დაამარცხა ''ჟილ ვისენტე.'' ავთანადილ ებრალიძემ სტუმართა შემადგენლობაში სრულად ითამაშა. შესვენების შემდეგ მთავარმა მსაჯმა ორივე გუნდის შემადგენლობიდან თითო-თითო მოთამაშე გააძევა. 24 გუნდიან ჩემპიონატში ''ჟილ ვისენტე'' 15 ქულით მე-14 ადგილზეა.

ფეხბურთი, ავტოსპორტი, პარასპორტი, ვიდეო

არქივის კალენდარი

2020 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ