ყველა სპორტული სიახლე

NBA: დურანტი, გასოლი და ფაჩულია TOP 23-ში

Sportingnews.com-მა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მოთამაშე 23 საუკეთესო კალათბურთელი დაასახელა, რომლებიც სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტები გახდებიან და სავარაუდოდ გუნდსაც გამოიცვლიან.

მათ შორისაა საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია, რომელიც "დალასის" ღირსებას იცავს და კარიერაში საუკეთესო სეზონსაც ატარებს.

"მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა ზაზა ფაჩულიააა. გამოცდილი ქართველი ყოველთვის იყო ჭკვიანი და დაცვაში კარგად მოთამაშე ცენტრი, მაგრამ ამ სეზონში მას საუკეთესო შედეგები აქვს. თუმცა, ის უკვე 32 წლისაა, რაც იმას ნიშანვს, რომ დიდი ალბათობით უფრო მაღალ დონეზე ვეღარ ითამაშებს. ფაჩულიას "დალასში" დარჩენა შეუძლია, მაგრამ "მავერიკსი" გუნდის გაახალგაზრდავებას და სხვა მიმართულებით წაყვანას ეცდება. ქართველმა ცენტრმა კი იმდენი მოახერხა, რომ ლიგის 20 საუკეთესო ცენტრს შორის მოხვდა, რაც ახალი გუნდის პოვნას გაუადვილებს", - წერს გამოცემის ავტორი ქართველ კალათბურთელზე.

ფაჩულიას გარდა სიაში მოხვდნენ:

ელ ჯეფერსონი ("ჰორნეთსი")

ერიკ გორდონი ("პელიკანსი")

ლუოლ დენგი ("მაიამი")

კენტ ბეიზმორი ("ატლანტა")

იოაკიმ ნოა ("ჩიკაგო")

იან მაჰინმი ("ინდიანა")

მარვინ უილიამსი ("ჰორნეთსი")

არონ აფლალო ("ნიუ-იორკი")

პო გასოლი ("ჩიკაგო")

ფესტუს ეზელი ("გოლდენ სტეიტი")

რაიან ანდერსონი ("პელიკანსი")

რედჯონ რონდო ("საკრამენტო")

ევან ფურნიე ("ორლანდო")

ჩანდლერ პარსონსი ("დალასი")

ნიკოლას ბატუმი ("ჰორნეთსი")

ჰასან ვაითსაიდი ("მაიამი")

დუაით ჰოვარდი ("ჰიუსტონი")

ჰარისონ ბარნსი ("გოლდენ სტეიტი")

მაიკ კონლი ("მემფისი")

ელ ჰორფორდი ("ატლანტა")

დემარ დეროზანი ("ტორონტო")

კევინ დურანტი ("ოკლაჰომა")

კალათბურთი, პარასპორტი, ზამთრის სახეობები, საქართველო, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ