ყველა სპორტული სიახლე

“დალასის“ დამაჯერებელი გამარჯვება დენვერში (ვიდეო)

წაგებათა სერიის, ზედიზედ ჩატარებული არაერთი უშედეგო მატჩის შემდეგ “დალას მავერიკსმა“ დენვერში, „ნაგეტსი“ 97:88 დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა - რიკ კარლაილის გუნდი ამ გამარჯვებით გაუთანაბრდა „ჰიუსტონს“ და მასთან ერთად დასავლეთ კონფერენციიდან პლეი ოფში გამსვლელ მე-8 ადგილს იყოფს.

ზაზა ფაჩულია ამჯერადაც სათადარიგო იყო, მოედანზე 29 წუთით გამოჩნდა და 5 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა.ზაზამ 5-დან 1 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

ერთ-ერთ ეპიზოდში კი დენვერელ კენეტ ფარიდთან კამათის გამო ტექნიკური ფოლი მიიღო - ქართველმა ცენტრმა ფარიდს სახეში იდაყვი მიარტყა, მოგვიანებით კი მოხსნისთვის ბრძოლის დროს ხელი ჰკრა და მოედნის გარეთ გადააგდო. ქართველის „დალასი“ 31 მარტს „ნიუ იორკს“ უმასპინძლებს.

https://www.youtube.com/watch?v=txY3vK5TwnA

DENVER, CO - MARCH 28:  Kenneth Faried #35 of the Denver Nuggets shoots the ball against the Dallas Mavericks on March 28, 2016 at the Pepsi Center in Denver, Colorado. NOTE TO USER: User expressly acknowledges and agrees that, by downloading and/or using this Photograph, user is consenting to the terms and conditions of the Getty Images License Agreement. Mandatory Copyright Notice: Copyright 2016 NBAE (Photo by Garrett Ellwood/NBAE via Getty Images)

კალათბურთი, პარასპორტი, ზამთრის სახეობები, საქართველო

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ