ყველა სპორტული სიახლე

სხირტლაძემ „სილკებორგს“ მოაგებინა

დანიის პირველ დივიზიონში ფორვარდმა დავით სხირტლაძემ „სილკებორგს“ მოაგებინა.

„სილკებორგმა“ სტუმრად „ჰელსინგორი“ 1:0 დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა. 77-ე წუთზე, სხირტლაძე შეცვალეს.

23 თავდამსხმელმა, რომელიც „სილკებორგს“ ზამთარში შეურთდა, ახალ გუნდში 3 მატჩი ჩაატარა და პირველი გოლი „ჰელსინგორთან“ მიითვალა.

„სილკებორგი“ 36 ქულით 12 გუნდში მე-5 ადგილზეა.

ფეხბურთი, პარასპორტი, ვიდეო

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ