ყველა სპორტული სიახლე

ტალგატ ბაისუფინოვი: "მადლობა საქართველოს ნაკრებს ხარისხიანი ფეხბურთისთვის"

სქართველოს და ყაზახეთის ეროვნული გუნდების ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებს ყაზახეთს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტალგატ ბაისუფინოვმა უპასუხა.

ტალგატ ბაისუფინოვი: "დიდი მადლობა საქართველოს ნაკრებს კარგი, ხარისხიანი ფეხბურთისთვის. დადებითი შედეგით დავასრულეთ შეხვედრა, რაც ჩვენთვის სასიამოვნოა. ჩვენმა მოთამაშეებმა კარგად ითამაშეს და გულშემატკივრებისთვის უკანასნეკლ ორ შეხვედრაში მისაღები შედეგი დააფიქსირეს."

- ცვლილებების დროს თქვენი ფეხბურთელები დროის გაყვანას ცდილობდნენ. რატომ იყო ამხანაგურ შეხვედრაში შედეგი ფეხბურთზე მნიშვნელოვანი? 

- ნებისმიერი სანაკრებო შეხვედრაში შედეგი ძალიან მნიშვნელოვანია. ნაკრებ ძალიან დიდი პაუზა ჰქონდა და სამწვრთენლო შტაბთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ ძირითად ბირთვის შეთამაშებაზე ბევრი ვიმუშავეთ. დროის გაყვანას არ გვიფიქრია და ცვლილებების დროს შეყოვნება გადაღლილობით იყო გამოწვეული. მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო გვქონდა.

- მსაჯობას როგორ შეაფასებდით? 

- ყაზახეთში მსაჯობაზე არ ვსაუბრობთ და საერთაშორისო შეხვედრის შემდეგაც თავს შევიკავებდი.

ფეხბურთი, ზამთრის სახეობები, ვიდეო

არქივის კალენდარი

2020 თებერვალი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ