ყველა სპორტული სიახლე

გიორგი ნიკოლოვი: „მსაჯმა ხიზანიშვილს შეაგინა“

ბაქოს „ინტერის“ პრეზიდენტის გიორგი ნიკოლოვის თქმით, ზურაბ ხიზანიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა „ინტერი“ – „ყარაბაღის“ მატჩის მთავარმა არბიტრმა მიაყენა.

„მატჩის მერე ზურაბ ხიზანიშვილს ვესაუბრე. მან მითხრა, რომ მსაჯისთვის არ უგინებია. მისი მჯერა, რადგან მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანია. დიდი ხნის განმავლობაში ინგლისში თამაშობდა, სადაც მსგავს საქციელს პატივს არ სცემენ  და ის საფეხბურთო კუთხით აღზრდილია. მან მითხრა, რომ მსაჯმა შეურაცხყოფა მიაყენა და ხელი აუქნია. გინება არც ფეხბურთლებისთვის შეიძლება და არც მსაჯებისთვის.

ლომაიამ წითელი ბარათი ე.წ. ბოლო იმედის ჯარიმისთვის მიიღო, რომელიც პრინციპში არ იყო“ - იუწყება ნიკოლოვის სიტყვებს ინტერნეტპორტალი azerisport.com-ი.

მან ისიც თქვა, რომ გუნდის კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი ლაშა კასრაძე ტრავმის გამო არ თამაშობს.

ფეხბურთი, რაგბი, პარასპორტი, ვიდეო, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2020 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ