ყველა სპორტული სიახლე

ელიოტისა და „ნიუკასლის“ პრობლემა

ირლანდიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მეკარე რობ ელიოტი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატს გამოტოვებს.

„ნიუკასლის“ მეკარე სლოვაკეთთან ამხანაგურ მატჩში (2:2) დაშავდა და მე-16 წუთზე შეცვალეს.

skysports.com-ის ინფორმაციით, ელიოტს მუხლის ჯვარედინი მყესები დაუზიანდა და რეაბილიტაციისთვის ნახევარი წელიწადი დასჭირდება.

მიმდინარე სეზონში ირლანდიელი 21 მატჩის განმავლობაში „ნიუკასლის“ სასტარტო შემადგენლობის მეკარე ტიმ კრულს ცვლიდა, რომელმაც ანალოგიური ტრავმა შარშან ოქტომბერში მიიღო და მიმდინარე სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს.

ამრიგად, „ნიუკასლის“ მთავარ მწვრთნელ რაფაელ ბენიტესის განკარგულებაში ორი მეკარე დარჩა - 25 წლის კარლ დარლოუ, რომელსაც პირველ გუნდში ორჯერ უთამაშია და 19 წლის ფრედ ვუდმენი, ვისაც ჯერ „ნიუკასლში“ დებიუტი არ ჰქონია.

ფეხბურთი, ზამთრის სახეობები

არქივის კალენდარი

2020 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ