ყველა სპორტული სიახლე

ნაიჯელ ოუენსი რეკორდზე მიდის (ვიდეო)

44 წლის უელსელი მსაჯი ნაიჯელ ოუენსი მალე რეკორდსმენი გახდება - ოუენსი ივნისში ფიჯი-ტონგას ტესტმატჩს იმსაჯებს და 71 სატესტო მატჩი დაუგროვდება, რაც მსოფლიოში საუკეთესო შედეგია. უელსელი გაუსწრებს სამხრეთ აფრიკელ ჯონათან კაპლანს და გახდება ყველა დროის რეკორდსმენი საერთაშორისო მსაჯი. საინტერესოა, რომ მისი დებიუტი შედგა 2003 წელს, როდესაც პორტუგალიამ დაამარცხა საქართველოს ნაკრები 34-30.

ნაიჯელ ოეუნსის და საქართველოს ნაკრების გზები 2015 წლის მსოფლიოს თასზეც გადაიკვეთა, როცა “ბორჯღალოსნებმა“ არსებობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს ტონგასთან (17:10).

ეს შეხვედრა უელსელმა უშეცდომოდ იმსაჯა და ქართველ გულშემატკივრებს თავი დაამახსოვრა. ნაიჯელ ოენსის სამსაჯო კარიერის პიკი კი 2015 წლის მსოფლიოს თასის ფინალი იყო - ახალი ზელანდიის და ავსტრალიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი, რომელიც ზელანდიელთა ტრიუმფით დასრულდა.

ნაიჯელ ოუენსი:“ მსოფლიოს თასის ფინალის განსჯა იყო უდიდესი პატივი და გამოცდილება, რომელიც ამ შეხვედრამ მომცა. ეს მატჩი სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიერებაში, თუმცა ყველა შეხვედრას რომელიც აქამდე განვსაჯე ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ცხადია, მოუთმენლად ველოდები ფიჯი-ტონგას შეხვედრასაც, რომელიც დამატებითი მოტივაცია და გამოწვევაა“.

https://www.youtube.com/watch?v=6FDh1xtqaWA

https://www.youtube.com/watch?v=FxrYF0E6CRM

რაგბი, ავტოსპორტი

არქივის კალენდარი

2023 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ