
რა ღირს მსოფლიოში ყველაზე პატარა ავტომობილი
Peel P50-ის ერთ-ერთი ეგზემპლარი ფლორიდაში გამართულ RM Sotheby's აუქციონზე გაიყიდა. უცნობმა მყიდველმა მსოფლიოში ყველაზე პატარა ავტომობილში 176 ათასი დოლარი გადაიხადა. გაყიდული მანქანის ყოფილი მფლობელი ამერიკელი კოლექციონერი იყო.
Peel P50 დიდ ბრიტანეთში 1962-1965 წლებში გამოდიოდა და საერთო ჯამში მისმა შემქმნელებმა მხოლოდ 47 ერთეული გამოუშვეს, თუმცა დღემდე მხოლოდ 26-მა მოაღწია.
საინტერესოა, რომ ავტომობილის ძრავი 4,5 ცხენის ძალას გამოიმუშავეს და ის სამსაფეხურიანი გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი. ავტომოვილის წონა მხოლოდ 59 კილოგრამია.