ყველა სპორტული სიახლე

უჩა სოსიაშვილი: ,,განვითარება უწყვეტი პროცესია''

საქართველოს უმაღლესი ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა გორის ,,დილამ’’ მიმდინარე სეზონში პირველ მარცხი ,,სამტრედიაში’’ იწვნია (0:5). გუნდის 26 წლის მთავარმა მწვრთნელმა Mysport.ge-თვის მიცემულ ინტერვიუში მარცხის მიზეზებზე, ასევე კლუბში არსებულ ფინანსურ პრობლემებსა და ეროვნულ ნაკრებში მიწვეულ გუგა ფალავანდიშვილის შესახებ ისაუბრა.

- რამ განაპირობა მარცხი?

- ფეხბურთი ცოცხალი ორგანიზმია. ძალიან ცუდია მარცხი. რაც გორის ,,დილაში’’ ვარ ესეთი მძიმე მატჩი არ ჩაგვიტარებია, თუმცა ამგვარი რამ ყველა გუნდს ემართება. მაგალითად ორი ტურის წინ ,,ბარსელონა’’ 1:4 დამარცხდა.

- მეტოქის თამაშს როგორ შეაფასებდი?

- ,,სამტრედიამ’’ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, განსაკუთრებით შეტევით ფაზაში. მათ გასულ ტურებშიც კარგი ფეხბურთი აჩვენეს, ასე რომ ,,სამტრედიას’’ კარგი თამაში მოულოდნელობა არ ყოფილა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მათ ძლიერი მთავარი მწვრთნელი ჰყავთ.

- დაფინანსების მხრივ როგორი ვითარებაა?

- მოლოდინის რეჟიმში ვართ. კლუბს ორი თვის სახელფასო დავალიანება დაუგროვდა, ასევე გასასტუმრებელია საპრემიალურო თანხა. იმედი გვაქვს ვითარება საკეთილდღეოდ შეიცვლება.

- რამდენიმე სეზონია რაც გუგა ფალავანდიშვილთან გიწევთ მუშაობა, რომელიც ცოტა ხნის წინ ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს.ამ ფეხბურთელის განვითარების პროცესს როგორ შეაფასებდი?

- გუგას ,,დინამო 2’’-დან ვიცნობ. ეს ფეხბურთელი ეტაპობრივად ვითარდებოდა. გასულ სეზონში უმაღლეს ლიგაში რეგულარულად პირველად ითამაშა და ბევრისთვის მოულოდნელად საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მისი მოქმედებები დასამახსოვრებელი იყო, თუმცა განვითარება უწყვეტი პროცესია.

ფეხბურთი, სხვადასხვა, საინტერესო, ვიდეო

არქივის კალენდარი

2020 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ