ყველა სპორტული სიახლე

მახარაძეს ისევ გააქვს  

კახა მახარაძემ ტაშკენტის „ლოკომოტივის“ შემადგენლობაში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა.

უზბეკეთის საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-3 ტურში „ლოკომოტივმა“ სახლში ფერგანის „ნეფთჩის“ 4:0 სძლია.

მახარაძემ ფერგანელებთან შეუცვლელად ითამაშა და 75-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ლოკომოტივში“ გადასვლის შემდეგ, მახარაძემ ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა. მანამდე მან თავი უზბეკეთის თასის 1/8-ფინალში სტუმრად „უზ დონგ ჯოსთან“ მოგებულ (4:1) პირველ მატჩში გამოიჩინა.

ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2019 დეკემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ