ყველა სპორტული სიახლე

ლუკა კობერიძე: „ჯაბა ჩემთვის მისაბაძის მაგალითია“

 

უკრაინის პირველი ლიგის ჩერნიგოვის „დესნას“ ახალწვეულ ლუკა მახარაძისთვის მისაბაძი ჯაბა კანკავაა.

ამის შესახებ 21 წლის ფეხბურთელმა ინტერნეტპორტალ football.ua-სთან ინტერვიუში განაცხადა.

- ინტერნეტში შენს შესახებ ინფორმაცია ცოტაა. მხოლოდ ცნობილია, რომ თბილისში დაიბადე და „ზუგდიდში“ აღიზარდე. თუ შეიძლება მოგვიყევი კარიერის შესახებ.

- მე თბილისში დავიბადე, მაგრამ ფეხბურთის თამაში „ზუგდიდის“ საბავშვო სკოლაში დავიწყე. ამ კლუბში ახალგაზრდა მოთამაშეებს დიდ ყურადღებას აქცევენ და ალბათ, თბილისის „დინამოს“ შემდეგ, „ზუგდიდს“ საქართველოში ყველაზე ძლიერი სკოლა ჰყავს.

სკოლის დამთავრების შემდეგ „დინამოს“ დუბლებში მიმიწვიეს, მაგრამ ვიუარე, რადგან „ზუგდიდის“ სასტარტო შემადგენლობაში ვთამაშობდი. იქ სამი სეზონი გავატარე და კონტრაქტის დასრულების მერე ვითარების შეცვლა გადავწყვიტე. ასე აღმოვჩნდი „გურიაში“, სადაც „დესნაში“ გადასვლამდე ვთამაშობდი.

- საქართველოს ჩემპიონატში 42 მატჩი ჩაატარე და არცერთი გოლი გაგიტანია. უბრალოდ არ გიმართლებდა თუ მოედანზე სულ სხვა ფუნქცია გაქვს?

- ჩემთვის მთავარი გუნდის გამარჯვებაა. მე მწვრთნელის დავალებას ვასრულებ და უფრო დაცვიდან ვთამაშობ. ბუსკეტს „ბარსელონაში“ ბევრი გოლი გააქვს? მოედანზე იგივე ფუნქციას ვასრულებ, რასაც სერხიო კატალონიურ კლუბში, მაგრამ სამწუხაროდ არა იმ ოსტატობით, როგორც ესპანელი.

- გატანილი გოლები გრაფაში ნოლო გაქვს, მაგრამ ყვითელი ბარათებსი რაოდენობით ლიდერებში ხარ. მხოლოდ, 2014-2015 წლების სეზონში 11 „ყვითელი“ მიიღე. საქართველოში უხეშ მოთამაშედ არ მიჩნეოდი?

- თავს უხეშ ფეხბურთელად არ მივიჩნევ. უბრალოდ, 90 წუთი მხოლოდ თამაშზე ვარ კონცენტრირებული და ბურთის ასართმევად ორთაბრძოლაში შესვლა ხშირად მიწევს, რაც ყვითელი ბარათის მიღებად მიჯდება. თუმცა, მე ასეთი სათამაშო სტილი მაქვს. გაიხსენეთ, კანკავა „დნიპროში“ როგორ თამაშობდა. სხვათა შორის, ჯაბა ჩემთვის მისაბაძის მაგალითია. ჩემს თავზე ბევრს ვმუშაობ რომ კანკავას დონეს მივაღწიო.

- ჩერნიგოველი გულშემატკივრები ქართველი ფეხბურთელების მიმართ ყოველთვის თბილად არიან განწყობილი. „ფანების“ მხარდაჭერა უკვე იგრძენი?

- გულშემატკივრები ფეხბურთში ყველაზე მთავარია, რადგან ჩვენ მათთვის ვთამაშობთ. ყოველთვის სასიამოვნოა თამაში, როდესაც მხარს მთელი სტადიონი გიჭერს. წელს სახლში ჯერ მატჩი არ ჩაგვიტარებია, მაგრამ იმედია, რომ ჩვენი თამაშით გულშემატკივრების პატივისცემას დავიმსახურებთ.

-„მაკაროვის მემორიალით“ დაწყებული „დესნასთან“ ერთად ზამთარში ყველა შეკრება გაიარე, ხოლო კლუბთან კონტრაქტი ჩემპიონატის სტარტამდე გააფორმე. ჩერნიგოვში გადასვლის ვარიანტი როგორ წარმოიშვა? კონტრაქტი რამდენწლიანია?

-„დესნაში“ ჩერნიგოვული გუნდის ყოფილი მოთამაშის ლევან გულორდავას მეშვეობით აღმოვჩნდი. მე კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი მქონდა, მაგრამ ლევანმა დამარწმუნა, რომ ჩერნიგოვში კარგ გუნდს აყალიბებენ დიდი პერსპექტივით.

კიდევ ერთი არგუმენტი დავით თარგამაძის მაგალითია. მან პირველი ლიგის კლუბ „ოლექსანდრიადან“ დაიწყო და არა მხოლოდ პრემიერლიგაში, არამედ, დონეცკის „შახტარში“ მოხვდა. „დესნასთან“ პრემიერლიგაში გადასვლაზე ვოცნებობ და ამ პროექტის ნამდვილად მჯერა. სხვა შემთხვევაში 2018 წლამდე კონტრაქტს არ გავაფორმებდი.

-„დესნას“ შემადგენლობაში 3 შეკრება გაიარე და ოფიციალურ შეხვედრაშიც ითამაშე. ახალ პარტნიორებთან საერთო ენა გამოძებნე?

-ამ მხრივ ძალიან გამიმართლა, რადგან გუნდში კარგად მიმიღეს და მიკროკლიმატი იდეალური თუ არა, მასთან ახლოსაა. „დესნაში“ ბედნიერი ვარ და როგორც ჩემს პარტნიორებს, აგრეთვე, სამწვრთნელო შტაბს მადლობას ვუხდი.

-„ჰელიოსთან“ მატჩის მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყავი და ერთადერთი გოლი მაშინ გაიტანეთ, როდესაც მოედნის ცენტრში მეტოქეს ბურთი აართვით. მოგვიყევი სადებიუტო შეხვედრაზე. ამ შედეგს როგორ მიაღწიეთ?

-ამ შეფასებას კატეგორიულად არ ვეთანხმები, რადგან მთელმა გუნდმა კარგად ითამაშა და ვინმეს ვერ გამოვარჩევ. რაც შეეხება გოლის მომენტს, უბრალოდ, მწვრთნელის დავალებას ვასრულებდი და ყველაფერი კარგად გამოვიდა.

სადებიუტო მატჩში არ მინერვიულია, უფრო მაინტერესებდა როგორ ვითამშებდი. საქართველოში უკრაინის ჩემპიონატს პატივს სცემენ და მსურდა ჩემს თავზე გამომეცადა უკრაინული ფეხბურთი როგორია.

-საქართველოს უმაღლეს ლიგაში თამაშობდი, ხოლო ახლა უკრაინის პირველ ლიგაში გამოდიხარ. თამაში სად უფრო რთულია?

-უკრაინის პირველი ლიგის საუკეთესო კლუბები საქართველოს ჩემპიონატში პირველი ადგილებისთვის იბრძოლებდნენ. უკრაინის პირველი ლიგა საქართველოს უმაღლესი ლიგის დონისაა. მხოლოდ სათამაშო სტილშია განსხვავება. უკრაინაში ბევრი ორთაბრძოლაა და გუნდები ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობენ, ხოლო საქართველოში უფრო ტექნიკური ფეხბურთია.

 

ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი, ინტერვიუ

არქივის კალენდარი

2019 დეკემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ